03 აპრილი, 2018
"პირველი ეპიზოდის ხარისხმა ყველა ძველი ღმერთი გაახუნა და ზევსად მხოლოდ შენ გამომიცხადებიხარ" - ნიკა გვარამია დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურზანიას წყენას ვერ უვიწყებს
"რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ ახალი მეგა შოუ "მხოლოდ ქართული" დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან ახალი რეჟისორი ნიკა ლომიძე შეაქო, ხოლო "რუსთავი 2"-ის მეგაპროექტების ყოფილ პროდუსერებს დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურძანიას გახუნებულები უწოდა.

"არ ვიცი, ორსაათნახევარი სარეკლამო ჭრის გარეშე ტრანსლირებულ ზეპოპულარული თურქული სერიალის კულმინაციურ სერიასთან რას იზამს, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველა წინა შოუ მოძველებული ჩაბარდა ისტორიას. პირველი ეპიზოდის ხარისხმა ყველა ძველი ღმერთი გაახუნა და ზევსად მხოლოდ შენ
გამომიცხადებიხარ Nika Lomidze.

ცალკე მადლობა ჟიურის - არასდროს, არც ერთ პროექტს, ასეთი დონის ჟიური არ ღირსებია! მარტო ამ პროექტის კი არა, ეროვნული განძი ხართ გიორგი უშიკიშვილი Sofia Nizharadze Marina Beridze.

და, რაც მთავარია, ყველას და თითოეულს, ვინც პროექტზე იმუშავა, დიდი მადლობა! მადლობა მათ, ვინც უდიდესი შრომა გაწია, საქმე ნულიდან დაიწყო და იმათზე მაგარი შედეგი დადო, ვისაც ბოლო ათი წელი სხვა არაფერი უკეთებია! მაგრები ხართ და მიყვარხართ!" - წერს გვარამია. 

შეგახსენებთ, ზევსებს გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს უწოდებდნენ, ოღონდ სანამ "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადავიდოდნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ჯიჯი
"ზევსად მხოლოდ შენ გამომიცხადებიხარ"-ო, ანუ გვარამია ყოფილა ღმერთების ღმერთი. არ არის ახლა ეს თვითკმაყოფილი, ამბიციური კრეტინი?
12:21 / 05-04-2018
გამოხმაურება / 0 /
იზი
ის საცოდავი უშიკიშვილი ამასაც დაიჯერებს,როგორც "ხალხური სიმღერის ერთადერთი ცოცხალი გენიოსი" ხარო რომ უთხრა ამ ავადმყოფმა და ისიც გაბღენძილი დადის მას მერე
19:12 / 04-04-2018
გამოხმაურება / 1 /
11
გაბღენძვას არც მანამდე არ აკლებდა.როგორც პროფესიონალი მუსიკოსი გეტყვით,რომ მას აქვს ხმა სმენა და ტექნიკა,თუმცა იმდენად ჩემთვის მაინც "მოკიკინე" ხმა აქვს რომ ვერ აღვიქვამ სერიოზულად,პლიუს ინტელექტი და განათლება სჭირდება მუსიკოსს რომ იყოს სრულყოფილი.სულ მგონია რომ არაფერი არასდროს გადაუშლია,მხოლოდ ტრაბახობს და "ჭკვიანობს".ჯემალ ჭკუასელს რომ დასცინებს და ანზორ ერქომაიშვილს გადაემტერება,ასეთს რა უნდა ელაპარაკო:) გველი გაზარდეს უბეში და აი უფასებს ლანძღვით.
20:42 / 05-04-2018
სოფი
ჩემი აზრით, ძალიან უღიმღამო იყო,რაღაც აკლდა
13:54 / 04-04-2018
გამოხმაურება / 0 /
fsiuuu
რეჟისურა მართლა მომეწონა.
04:22 / 04-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ავადმყოფი... თავისი ავადმყოფური აზრებით და შეუსაბამო ეპითეტებით...
17:44 / 03-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS