02 აპრილი, 2018
ია ფარულავა და ნინო კუზანოვა შერიგდნენ? (ფოტოები)
ცნობილი ადამიანები საზოგადოების ყურადღების ცენტრში დმივად ექცევიან და მათ მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი ყურადღების გარეშე არ რჩება, თუმცა, ია ფარულავასა და ნინო კუზანოვას მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა.

იასა და ნინოს წლების მეგობრობა აკავშირებდათ, თუმცა, ერთი წლის წინ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დაპირისპირების მიზეზები, არავისთვის დაუმალავთ.

მას შემდეგ ხალხი დიდი ხანია მათ შერიგებას ელოდება, თუმცა, აქამდე ეს არ მომხდარა.

გუშინ ზალიკო ბერგერმა ინსტაგრამზე ფოტოები გაავრცელა. სურათები
დალი ჩიტალაძის დაბადების დღეზე არის გადაღებული.
მოდის კრიტიკოსის იუბილეს უამრავი ცნობილი სახე სტუმრობდა და მათ შორის იყვნენ მისი უახლოესი დაქალები, ნინო კუზანოვა და ია ფარულავა.

ბერგერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ია და ნინო გვერდიგვერდ დგანან. გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შერიგდნენ. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. აშკარაა, რომ მეგობრებს  წყენამ გადაუარათ და იქნებ საბოლოოდ შერიგდნენ კიდეც. 


Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS