ნინო ჩხეიძემ "რუსთავი 2" იდეის მოპარვაში დაადანაშაულა, თუმცა, მარინა ბერიძემ განუმარტა, რომ ეს ფანოღის კონკურსი არაა.
რაც შეეხება დათო არჩვაძეს, მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე, "მხოლოდ ქართულის" ადმინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გააზიარა და სკანდალური კომენტარიც გააკეთა: "ამ მუსიკოსის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არა
ძალიან მიხაროდა და დიდი ინტერესით გავუშვი ბევრი ღირსეული კონკურსანტი მარა ვერც ერთი ვერ მოხვდა კონკურსში, ვინც მართლაც რომ ჭეშმარიტად ქართული ჯიგრით მღერის. გაკვირვებული ვარ კოლეგებო".
დათო არჩვაძის პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა, ინტერნეტ-მომხმარებლები და მელომანები მის შეფასებას ეთანხმებიან. დათო არჩვაძეს გამოეხმაურა მარინა ბერიძეც და პასუხი სახალხოდ გასცა: "ჩემო დათო, ჯიგრული სიმღერა დიდი დოზით არის. აი ახალგაზრდა ამერიკულ მუსიკაზე შემჯდარ ნიჭიერ და არაორდინალურ ბიჭს ქართულს რო შეაყვარებ და ამღერებ. ეს იქნება პროექტის გამარჯვება!!!!!! და ჯიგრებმა იმღერონ ჯიგრული და ფანოღური სიმღერები, ასე მეხუთე სადღერძელოდან".