რამდენიმე კვირის წინ, "რეიტინგს" მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი ადამაშვილის რჩეული მსახიობი ნინუცა მაყაშვილია. ჩვენი წყაროს ცნობით, წყვილი ერთად სტუმრობს გასართობ ადგილებს და თავიანთ გრძნობებს არ მალავს.
რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში გიგი ადამაშვილმა განაცხადა, რომ მისი რჩეული ცნობილი ადამიანია და მასზე ასაკით უფროსიც გახლავთ. მუსიკოსის ამ განცხადების შემდეგ, "რეიტინგი" გიგის
- გიგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე ხართ შეყვარებული, მართალია?
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი.
- თქვენ ხშირად გხედავენ ერთად სხვადასხვა გასართობ ადგილზე, კარაოკე-ბარებში და ა.შ...
- არ მინდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ასე გადავწყვიტე და შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.