08 მარტი, 2018
შოუ-ბიზნესური სკანდალი: მარიკო ლეჟავა საკუთარმა ბენდმა ნინი ბადურაშვილში "გაცვალა"
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბოლო დროს შემოქმედებითად ძალიან გააქტიურდა. ის სხვადასხვა კლუბში ხშირად მართავს კონცერტებს, სადაც მსმენელს ჰიტებს ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად სთავაზობს.

ნინის კონცერტები რეგიონებშიც აქვს დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნინი ბადურაშვილის ბენდი წარსულში მარიკო ლეჟავას ბენდი იყო. კულუარებში არსებული ინფორმაციით, „ნონ სტოპისა“ და ნინი ბადურაშვილის თანამშრომლობის შესახებ, მარიკომ შემთხვევით შეიტყო, რის გამოც მუსიკოსებზე ნაწყენია. ინფორმაციის გადასამოწმებლად, „რეიტინგი“ მარიკოს დაუკავშირდა:

„სრულიად შემთხვევით შევიტყვე ჩემი ბენდის და ნინი ბადურაშვილის თანამშრომლობის შესახებ, ამიტომ მეწყინა მუსიკოსებისგან ეს. ჩვენ ძალიან
ახლო ურთიერთობა გვაქვს და მათ შეეძლოთ, თავიდანვე ეთქვათ ამის შესახებ ჩემთვის. ჩვენს სფეროში ძალიან რთულია მუშაობა, ამიტომ მუსიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ფული იშოვონ. უბრალოდ საწყენი იყო, მე რომ სხვისგან გავიგე ამის შესახებ. დავუკავშირდი მათ, ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა და მეგობრობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა მარიკომ.


მარიკო ლეჟავასა და ნინი ბადურაშვილის დაპირისპირების გადამოწმება ვცადეთ ნინი ბადურაშვილთანაც, რომელმაც მარიკოსა და „ნონ სტოპის“ თანამშრომლობის შესახებ ჩვენგან შეიტყო და საკუთარ პროდუსერთან, კახა მამულაშვილთან გადაგვამისამართა: „ეს ნინი ბადურაშვილის ბენდი არ არის. ეს არის ჯგუფი „ნონ სტოპი“, რომელსაც მე შევთავაზე თანამშრომლობა, დამთანხმდნენ და სხვა პროექტებსაც განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა მამულაშვილმა ჩვენთან საუბარში.






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
მოკლედ ნინი აქაც გაიყიდა!!!!!!!!!!!სამწუხაროა!!!!ბებომ ურჩია ალბათ!!!
03:36 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS