05 მარტი, 2018
ქრისტინე იმედაძე დემნა გვასალიას იდეების მოპარვაში "ადანაშაულებს"
მომღერალი ქრისტინე იმედაძე დემნა გვასალიას იდეების მოპარვაში ადანაშაულებს. მომღერალმა ახალხანს გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც გადაღებულია მისი ვარდისფერი და შავი როლინგები, რომლებიც ქრისტინეს ერთ-ერთ კოლექციაში შედის, და ასევე, იმავე ფაქტურისა და ფერის როლინგები, რომლებიც მამაკაცების კოლექციაში „ბალენსიაგას“ აქვს.

ქრისტინე წერს, რომ დემნა გვასალიამ მისი მსგავსი როლინგები გამოიტანა პოდიუმზე. მომღერალი აღნიშნავს:

„SAMI vs BALENCIAGA. მამაკაცებო, რა ვიცი, აბა. ესეც ჯერ ჩვენი იყო…“

ქრისტინეს სტატუსს ია ფარულავა გამოეხმაურა და დაწერა: „მოგპარა ხომ იდეები მეგრელმა აფერისტმა“?, რაზეც მომღერალმა და დიზაინერმა
უპასუხა, რომ არა მხოლოდ დემნა გვასალიამ, არამედ ცნობილმა ბრენდმა „მონკლერმაც“ მოპარა დუტის ქურთუკის ახლებური დიზაინის იდეა და შესაბამისი ფოტოკოლაჟიც გამოაქვეყნა.


Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
ფარულავა შენ კახელი ხარ?სუფთა მეგრული გვარი რომ გაქვს დაგავიწყდა?
18:51 / 05-03-2018
გამოხმაურება / 1 /
იზი
ნანა წითელაზე აიცერითო ხუმრობაზე კი არა
18:08 / 06-03-2018
TOPS