ამბობენ, რომ დაშორების მიზეზი ნინიკოს ღალატი გახდა. დაშორების რეალური მიზეზი ცნობილი დღემდე არ არის.
ეული და მარტოსული ლევან ჯიბღაშვილი, რისი ლევან ჯიბღაშვილია? მან ნინიკო ნაცარიშვილის შემცვლელი მალე იპოვა და პირველ სიყვარულს, სალი სულხანიშვილს შეურიგდა. ჯიბღაშვილმა ახალი საცოლე საზოგადოებას საკუთარ დაბადების დღეზე წარუდგინა.
წყვილი სამოგზაუროდაც იმყოფებოდა.
ლევანის ახალი სიყვარულის ბრალია თუ არა,
ახალგაზრდა მამაკაცს ფოტოზე სახე დაფარული აქვს. ალბათ ეშინია, ამ სიყვარულსაც თვალი არ ეცეს.
შეგახსენებთ, ჯიბღაშვილისა და ნაცარიშვილის დაშორებისას, გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმელ გოგონას თურქი ბიზნესმენი უყვარდა. არის თუ არა ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი ის თურქი ბიზნესმენი, უცნობია.