პატარები თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის აღსაზრდელები არიან.
ბავშვების რაინდად კურთხევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „რეიტინგი“ იმ სკოლას დაუკავშირდა, სადაც პატარები სწავლობენ, თუმცა, ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ცერემონიალს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძეც ესწრებოდა.
რა მოხდა რეალურად სამებაში ანდრიაძე განმარტავს:
- სამებაში პერიოდულად მოდიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები,
დაახლოებით 150 ბავშვი იყო წელს მოსული, ეროვნულ სამოსში გამოწყობილები იყვნენ ბავშვები.
სასულიერო პირმა ისინი დალოცა და პატარებმა პირობა დადეს, რომ ისინი პატივს სცემენ ქართულ ტრადიციებს, ისწავლიან ქალის პატივისცემას და ა.შ. სულიერად რაინდები რომ გაიზარდონ, ამის შესახებ იყო საუბარი, თორემ ეკლესია რაინდის წოდებას არავის არ ანიჭებს.