13 თებერვალი, 2018
"მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის" - გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის და ლიდერთა სკოლის დამფუძნებლის ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრატორი იტყობინება.

"მოგესალმებით ყველას.
გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის.

ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი" - ნათქვამია წერილში.

გია მაისაშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნე 2015 წელს აღმოუჩინეს. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პერიოდით გაუმჯობესდა, თუმცა, ისევ დამძიმდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Uცნობი
რწმენა არ დაკარგოტ და ყველაპერი ღვტის შეწევნიტ კარგად იკნება! გამაგრდიტ გია!!
21:58 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
სარა
გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბატონო გია, უფალი გფარავდეთ.
13:55 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
დავითი
გია გამოჯამრთელებას დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ, იმედი არ დაკარგო, საქართველო შენთანაა. ღმერთს ებარებოდე.
12:35 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS