12 თებერვალი, 2018
"ფულით გააჩუმეს თქვენი ეკლესია, ვაი ეკლესიურად მცხოვრებ ქართველ ადამიანებს" - "ჩცდ"-ს მსახიობი წმინდა სინოდის წინააღმდეგ
მსახიობი რეზო ნასიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.

"აი ეს ის ხალხია რომლებიც, თავის საეკლესიო წინაპრებთან ერთად, საუკუნეების მანძილზე ართმევდნენ ჩვენს საქართველოს მომავალს ! ამათ და ამათნაირება წაართვეს საქართველოს სული ! 24–25 საუკუნის წინ, მაშინ როდესაც მსოფლიოს უმრავლესობა ხეებზე ან გამოქვაბულებში ცხოვრობდა, ჩვენს მიწაზე არსებობდა ორატორული სკოლები, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო ძალზედ განვითარებული სახელმწიფო იყო იმ დროისათვის.

ჩვენ გვაქვს უძველესი დამწერლობა და ღვინის წარმოებაშიც პირველები ვართ, მართლმადიდებლობის წარმოშობამდე,
დაახლოებით 45 საუკუნით ადრე ვაწარმოებდით ღვინოს და ახლა ამ თავხედებს და ბრბოს გინდათ, რომ გვითხრათ, რომ რელიგიაა ჩვენი ისტორია ? ვაი თქვენ ამ ტყუილისათვის ! საუკუნეების მანძილზე არსებული მტრების მიმართ, დიპლომატიურად მოგვარების მცდელობაც კი არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას და რელიგიური მიზეზების და საეკლესიო პირების ინტერესების გამო, იხოცებოდნენ ქართველები და დღეს ჩვენ 3–4 მილიონიანი გაჭირვებული და განუვითარებელი ერი ვართ, მე კი იცით რა მაწუხებს, ახლა როდესაც კულტურულად და მორალურად გადაშენების ზღვარზე ვართ და საქართველოს რეალურად იპყრობენ სხვა რჯულის ხალხი, აი ამ დროს სად არიან ჩვენი საეკლესიო პირები ? სადაა ეს თქვენი პატრიარქი ? ფულით გააჩუმეს თქვენი ეკლესია !

საპატრიარქოს გვერდით, აზიური კაზინო შანგრილა გაიხსნა, მეტეხის ეკლესიის წინ არაბები ტივით მგზავრობენ ქართველ მეძავეებთან ერთად და არაბულ მუსიკებს უკრავენ, კაცმა რომ გკითხოთ მანდ წმიდა აბო თბილელი მოკლესო... ვაი ეკლესიას და ვაი ეკლესიურად მცხოვრებ ქართველ ადამიანებს, რომ დაგვიწყებიათ სახელმწიფოებრივად აზროვნება და სხვა ადამიანები." - წერს ნასიძე.

ვისთვისაც რევაზ ნასიძის სახელი და გვარი ცნობილი არ არის, გეტყვით, რომ სწორედ ნასიძე თამაშობდა "ჩცდ"-ში, მაკა ანჯაფარიძის შვილის როლს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინიკო
რას წერს ტყუილს? მალე ვნახავთ ალბათ საქართველოს ქართველების გარეშე... არაბები...ფერადკანიანები... ინდოელები.... თურქები....რომელთაც დიდი უფლებები მისცეს საქართველოში. . მერე უკვირთ რატომ გარბიან ქართველები საქართველოდანო. .
12:57 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მეგრელი
მოუსმინეთ ეკლესიის იერარხებს. სად ხედავთ ღმერთს . ღმერთი განდევნილია ეკლესიიდან. ეკლესია დიდი ხანია სპეცსამსახურების არენაა.
21:10 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ანა
დათოს: თქვენ ფიქრობთ,რომ ამ გაქსუებულ და ერთმანეთის მოქიშპე მღვდლებს რაიმე სულიერი კავშორი აქვთ ღმერთთან? დღეს გადაცემას ვუყურე,ინგას ყავდა მოწვეული სასულიერო აკადემიის რექტორი...პარტკომის კრებას გავდა მისი გამოსვლა...უხეში,მატყუარა და გაუნათლებელი ჩანდა ეს კაცი ეკრანიდან.ინგაც უხერხულად იშმუშნებოდა,მწვადიც ენანებოდა და შამფურიც.
10:59 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დაგტყობია მარიხუანას დეკრიმინალიზაცია
17:57 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზი
მაშინ როდესაც მსოფლიოს უმრავლესობა ხეებზე ან გამოქვაბულებში ცხოვრობდაო--------ეს მემგონი ისევ ხეზეა დარჩენილი....
13:23 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS