12 თებერვალი, 2018
ექსკლუზივი: ყველაზე ლამაზი ქართველი ტელეწამყვანი დათა ახალაიას ცოლისძმას გაუმიჯნურდა (ექსკლუზიური ფოტოები)
"მოამბის" წამყვანი მარიამ ვაშაძე გამოჩენისთანავე მოექცა ხალხის ყურადღების ცენტრში. ამბობენ, ლამაზი და ჭკვიანი, მითუმეტეს ქერათმიანი ქალი იშვიათობაა, მარიამი კი ამ მითს ნამდვილად ამსხვრევს.

მარიამ ვაშაძეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, პოპულარობის მიუხედავად, ახალგაზრდა ტელეწამყვანის პირადი ცხოვრების შესახებ, ჭორები არასდროს გავრცელებულა.

Rating

"მერსედესის მოდის კვირეულზე", "რეიტინგის" ჟურნალისტმა, მარიამ ვაშაძე ვანიკო ბენიძესთან ერთად დააფიქსირა. ვანიკო ბენიძე თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი და უსიმპატიურესი სასიძოა. მამა ბიზნესმენი დავით ბენიძე გახლავთ. ვანიკო საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ, მისი დის ანი ბენიძის გათხოვების შემდეგ მოექცა. მისი
და, კუდ-ის მაღალჩინოსანის, დათა ახალაიას მეუღლეა.

ჩვენი ჟურნალისტის თვალს, მარიამისა და ვანიკოს ურთიერთობა არ გამოპარვია. ინფორმაცია თავად მარიამთან გადავამოწმეთ, მაგრამ მან ამ ინფორმაციაზე პასუხი არ გაგვცა.

Rating

ამის შემდეგ, მარიამისა და ვანიკოს წყვილს აქტიურად ვადევნებდით თვალს. როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას არ მალავს, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ყველგან ერთად დადიან. ერთად ვარჯიშობენ, ერთად ისვენებენ და ერთად ერთობიან.
ერთმანეთის რომანტიკულ ფოტოებს ვანიკო და მარიამი ინსტაგრამის სთორებშიც აქვეყნებენ.

როგორც ჩანს, ვანიკოს არჩევანი ოჯახსაც მოსწონს.

რამდენიმე დღის წინ, ანი ბენიძემ ინსტაგრამზე ოჯახური ვახშმის სთორები გამოაქვეყნა, სადაც მარიამ ვაშაძე, ვანიკოს მშობლებთან ერთად არის გადაღებული.

როდის დაქორწინდება ბენიძისა და ვაშაძის წყვილი უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ქორწილამდე დიდი დრო არ არის.

Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ირმა
ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოდ.
01:47 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მახო
ვაა ეგ რა მომხდარა?
17:26 / 23-02-2018
გამოხმაურება / 0 /
222
და ვინ გადაწყვიტა რომ ყველაზე ლამაზია :)))) რა გეშველებათ!
15:23 / 23-02-2018
გამოხმაურება / 0 /
რიტა
ბ-ნო ვანო გილოცავთ
12:18 / 16-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
გილოცავთ! ულამაზესი წყვილი ხართ. ღმერთმა გამრავლოთ
01:03 / 16-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ულამაზესი წყვილიი. ბედნიერები იყავით მუდამ
22:47 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
დალი
ვანიკო ბავშვობიდან მაგარი იყავი და ასეთი გამორცჰეული ხარ ახლაც.
21:25 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატო
უფალმა დაგლოცოთ , ძალიან ლამაზი ჭყვილი ხართ
21:21 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქქქქ საყურადღებოდ!!! შენ გინდა ეტყობა ვინმეს შეეტენო და არ გამოგდის. მარიამს შესატენი არაფერი აქვს ბავშვობიდან ვიცნობ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა ყველას საოცნებო და სანთლით საძებარი გოგოა. ჯერ რა დედა ყავს ნატო ანგელოზი უსაყვარლესი ადამიანი. მარიამი ხამი არ არის არაფრის ყოველთვის ჰქონდა ყველაფერი. ქქქქ აქ რომ იყო ჩემი ხელით გაგპუტავდი ჯერ პირი გამოირეცხე სანამ რამეს იტყვი მასზე.
23:49 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
გიო
ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი ქართველები
14:15 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS