08 თებერვალი, 2018
"ისე მცემა და მაწამა რომ არა პატიმრები ალბათ დღეს არც ვიქნებოდი ცოცხალი" - სალომე ბაკურაძის ქმარი ოლეგ ფაცაციამ აწამა
მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, პროდუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პატიმრების საქმეზე ბრალდებული ოლეგ ფაცაციას ფოტოს აქვეყნებს და იმ პერიოდს იხსენებს, რომელიც მან ციხეში გაატარა.

"პატარა ბიჭი იყო პირველად რომ შევხვდი... უკვე გლდანის ციხეში ცხოვრობდა.. არ ვიცი გამოსვლის ეშინოდა თუ მანიაკალურად წამითაც არ უნდოდა იქაურობის დატოვება რომ ვინმეს წამება არ გაემაზა...

ასეთი სადისტი კინოებშიც რეტკად მინახავს... ხო იმ პატარა ბიჭმა ისე მცემა და მაწამა რომ არა პატიმრები ალბათ დღეს არც ვიქნებოდი ცოცხალი.

როდესაც ამ მთავრობის ლანძღვას
და იმ მანიაკების ქება დიდებას დაიწყებთ იცოდეთ რომ თქვენც ოლეგები ხართ ფაცაციები და თქვენც სათითაოდ ხელს აწერთ წამებას... #ნეტაშემეძლოსთქვენსავითზიზღი", - წერს ბასლანძე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ვალე
მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა. ორივე მიშას,რომ აღმერთებდა,ააა,ახლა ყველამ წამებულის მანტია მოისხა.დაიკარგეთ აქედან
10:51 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
როგორც გავრცელდა თავიდან , გლდანში ყველას ან კლავდნენ ან ტყ...ნ. ყველა მკვლელობის ისტორიას როგორ ყვებით ტო. ,,გაცხონოთ ყველა" .....
17:48 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
Goga
რამდენი ნაწამები და დახვრეტილი გამოჩნდა კაცო, ვაა არადა ნახევარზე მეტი არც მაშინ უჩივოდა კეთილდღეობას და დღესაც რო არ დაკარგონ ახალი მამამარჩენალის კეთილდგანწყობა, ყველა ნაწამების მანტიას სად შოულობთ, გვასწავლეთ ჩვენც
12:54 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
იმიტომაა,რომ ეს ცოლ-ქმარი რუსთავი 2-ს უძვრება?არ იცის ცოლ-ქმარმა,რომ მკვლელების გამპრავებელი არხია?!
18:22 / 11-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ვიზიარებ წინა კომენტარის ავტორის პათოსს და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ვმეტყვეებთ უცხოური სიტყვებით , ისიც უნდა ვიცოდეთ რომ რეტკი არა რედკი, რედკა :))
18:14 / 09-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS