06 თებერვალი, 2018
"უკონფლიქტოთ ვცდილობდით ამ თემის მოგვარებას" - ლიზა ყენია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სკანდალურ პოსტს, საიდანაც ირკვევა, რომ ის კონცერტის ორგანიზატორმა მოატყუა.

"ვიფიქრე თავს შევიკავებდი და ამ თემას არ გავასაჯაროვებდი , მაგრამ ვფიქრობ , რომ მატყუარა ადამიანის ვინაობა უნდა იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა რათა ანალოგიურ სიტუაციაში არ აღმოჩდნენ როგორშიც მე და ჩემი ბენდის წევრები ვიმყოფებით , თან საკმაოდ მოხშირდა ეს ყველაფერი და დაზარალებულ მდგომარეობაშიც ბევრი მომღერალი და პერსონალია რომლებიც ჯერ ხმას არ იღებენ.

2 იანვარს ბედობას ჩატარდა ივენთი, სადაც მიმიწვიეს ჩემს ბენდთან "Mix2ra" სთან
ერთად, არ შემიძლია არ ავღნიშნო შეთანხმებული დრო როცა უნდა დაგვეწყო მუშაობა 10 საათზე გვთხოვა პერსონალმა რომ დაბრონილი მაგიდები ვერ ივსებოდა ისე როგორც უნდოდათ და დავიწყეთ 2 საათის დაგვიანებით.

გაუმართავი საუნდ სისტემით ხმის ინჟინერი რომელიც საუნდჩეკზე იმყოფებოდა, ივენთის დროს აღარ მოვიდა რადგან გვითხრა , რომ დათო სპარსიაშვილმა შეთანხმებული ჰონორარი არ გადაუხადა და ჩვენც ყოვლად გაუმართავ მდგომარეობაში ძლივს ჩავატარეთ საღამო. 

იმ საღამოს თანხა არ მოგვცეს იმ მიზეზით, რომ მაგიდებმა ფული ბარათებით გადაიხადეს და  ხელზე ეხლა ვერ მოგცემთ თანხასო. მას შემდეგ რამდენიმე დღე არანაირი თანხა არ დაგვირიცხეს , უამრავი ზარების და თხოვნების შემდეგ
დათო სპარსიაშვილმა.

გვითხრა, რომ დარიცხავდა თანხას , თუმცა დარიცხა ნახევარი. მას შემდეგ მაქსიმალურად უკონფლიქტოთ ვცდილობდით ამ თემის მოგვარებას და ვთხოვდით დარჩენილი თანხის დარიცხვას , რომელიც 2 იანვრის მერე დღემდე 5 თებერვლამდე არ დაურიცხავს.

ჩვენი დიდი შეცდომაა , რომ კონტრაქტის და ხელმოწერის გარეშე ჩავატარეთ ეს საღამო სიტყვიერი შეთანხმებით, მაგრამ დათო სპარსიაშვილთან უშედეგო აღმოჩნდა სიტყვიერი შეთანხმება და როგორც გავიგე ამ ადამიანს ყავს უამრავი პერსონალი და მომღერალი მოტყუებულ მდგომარეობაში დატოვებული და მონოტონური პასუხი აქვს , რომ მაცადეთ ორშაბათამდე.  იცნობდეთ სპარსოს" - წერს ლიზა ყენია.

ლიზას პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზატორის მიერ, ეკა კახიანი, თემო თათარაშვილი და მაია ჯაბუაც იქნენ მოტყუებულნი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
პატარა ბოზი
შენ მორიდება და სირცხვილი რა არის იციი საერთოდ?
01:19 / 07-02-2018
გამოხმაურება / 0 /
შე ქალო
რომელი კონფლიქტების გერიდება, შე ქალო? სამი ოფიციალური მამა გყავს მხოლოდ, ქუჩის საძმაკაცო რომ არ ვთქვათ. მიდი, მიაწექი....
13:23 / 06-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS