31 იანვარი, 2018
ლიკა ყაზბეგს ქმართან დაშორება ციცარმა ტაპუნამ გადაატანინა
როგორც იცით, ლიკა ყაზბეგი და გიორგი ჯელაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ამბავს ლიკა დიდხანს მალავდა, თუმცა, თბილისში არაფერი იმალება და ჭორები ოჯახის დანგრევის შესახებ ყაზბეგმა ოფიციალურად დაადასტურა.

ლიკა ყაზბეგმა რამდენიმე წლის წინ, იქორწინა პატიმარზე, რომელიც ციხიდან სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

ლიკა ყაზბეგისთვის ქმართან დაშორება სტრესული იყო, თუმცა, მძიმე პერიოდის გადატანაში მას ციცარი დაეხმარა. "2017 წელი ჩემთვის ცოტა რთული წელი იყო და ტაპუნამ გადამატანინა. ამიტომ ანტიდეპრესანტსაც ვეძახი", - აცხადებს ლიკა ინტერვიუში.

ციცარი ტაპუნა ლიკა ყაზბეგის ოჯახის სრულუფლებიანი
წევრია, რომელსაც ოჯახი განსაკუთრებულად უვლის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS