31 იანვარი, 2018
გურამ ბაღდოშვილის რესტორნის კარი ჩაამტვრიეს
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გურამ ბაღდოშვილის რესტორანს თავს დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე რესტორანს ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი უცნობმა მამაკაცმა რესტორნის კარი შეამტვრია.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "რეიტინგი" ცნობილ მზარეულს დაუკავშირდა.

- ბატონო გურამ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენს რესტორანს კვერცხები ესროლეს და კარი ჩაამტვრიეს, მართალია?

- ეს არის არასწორი ინფორმაცია, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS