29 იანვარი, 2018
"არ გიტყდებათ ასეთ რაღაცეებს რომ აკეთებთ? თქვენი თავი ვინ გგონიათ?!" - ეკა ყურშიტაშვილი პატრულს მიმართავს
ეკა ყურშიტაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პატრულთან "ბლატაობით" გაიცნო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება გუშინ, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, პოლიციამ მოქალაქე დააკავა.

"აუ აღარ მინდა ხოლმე ეს პატრულის ინციდენტები გავაზიარო მარა კარგით რა კმარათ, რა თავში გაქვთ ავარდნილი ეს იფასიანი უნიფორმა?! არ გიტყდებათ ასეთ რაღაცეებს რომ აკეთებთ? თქვენი თავი ვინ გგონიათ ?!

ყოველთვის დარჩებით აი მაგ ფორმებში და ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევთ და ვერც კაცის სახელი ვერ გექნებათ !!! თქვენ ხომ ვერასოდეს ვერ განვითარდებით ურჩხულებო!"
- წერს ყურშიტაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
ამ და კიდევ სხვა სამწუხარო შემთხვევებზე მართლაც არ უნდა დახუჭოს არავინ თვალი,მაგრამ პოლიციელის ფორმასთან ცოტა ფრთხილად ეკა და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ!დიახაც,ზოგს უნდა მთელი ცხოვრება მაგ ფორმაში და ხალხის სამსახურში გაატაროს.შენ რას აპირებ?მთელი ცხოვრება ასეთი იაფფასიანი ქალი უნდა იყო?
00:23 / 30-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS