მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ წელს, "იმედის" საახალწლო გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა. ტელეკომპანიაში ის სიმღერა შეასრულა, რომელიც მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმღერა. გადაცემის ჩანაწერი სოფომ "ფეისბუქზე" გააზიარა და "იმედზე" გამოჩენას შემდეგი რეპლიკა გაუკეთა: "Noe Sulaberidze ამ ლოგოს ქვეშ ჩემი თავის დანახვა, რაღაცნაირი იყო".
სოფოს პოსტს ნოე სულაბერიძეც გამოეხმაურა: "Sofia Nizharadze ხო ყველამ შეგატყეთ მანდაც ეს ნოსტალგია რომელიც ვერ იმალებოდა", - უპასუხა მან მომღერალს.
შეგახსენებთ, სოფო და ნოე მეგობრები არიან. მომღერალი "იმედში" სტუმრობას, სავარაუდოდ, სწორედ ამ მეგობრობის გამო დათანხმდა.