27 დეკემბერი, 2017
"მოკრძალებული პენსია მაქვს, ამიტომ ხშირად მივემგზავრები რუსეთში"
81 წლის მომღერალი ნანი ბრეგვაძე აცხადებს, რომ იძულებულია დახურულ კორპორაციულ ღონისძიებებში იმღეროს, რადგან მიზერულ პენსიას იღებს, რომელსაც სახელმწიფო უხდის.


ამის შესახებ მომღერალმა "StarHit"-ის ჟურნალისტებს განუცხადა. ნანი ბრეგვაძე ქართული და საბჭოთა ესტრადის მეგავარსკვლავად ითვლება. მოღვაწეობა 1959 წლიდან დაიწყო, როგორც საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტმა, 1964 წლიდან იგი იყო "ორერას" სოლისტი, სადაც მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი და პოპულარული გახდა.

80-იანი წლებიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერა დაიწყო. იგი რუსული და ბოშური რომანსების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. 2001 წელს
მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS