27 დეკემბერი, 2017
ანა მარგველაშვილი და გიგი ჩიჩუა დაშორდნენ
პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ქმარს დაშორდა. ანა და გიგი ჩიჩუა უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ. თუმცა, რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია.

ანა მარგველაშვილთან შერიგება გიგი ჩიჩუამ არაერთხელ სცადა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვეღარ მოახერხა.

ანა და გიგი ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი ხანია აღარ დებენ და ყველგან ერთმანეთის გარეშე დადიან.
ანამ და გიგიმ 2014 წელს იქორწინეს, მათ ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ.

ანას და გიგის ქორწინებამ ორ წელს გაძლო. წყვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნო.
ანამ და გიგიმ ხელი ოფიციალურად 2016 წელს მოაწერეს, როცა პატარა ანასტასია გაქრისტიანდა. ისინი გიგის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ და ბავშვის აღზრდაში ანას დედამთილი ეხმარებოდა. 

Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS