„მე მომწონს ლიზა კალანდაძე! მას დიდი მომავალი აქვს! უნდა გაიმარჯვოს და პრიზი უცხოეთში სწავლა! მე ამერიკას გირჩევთ, თვალი რუსთავი 2-ზე დავადგი, არ მეშლება, ლიზა Bravo!“- დაწერა მარინა ბერიძემ.
ბერიძის პოსტს, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
ნიკა გვარამია: ლიზა კალანდაძე ვინაა?
მარინა ბერიძე: ჩვენთან რომ იყო იქს ფაქტორში. შენ რომ მოგწონდა. ბავშვების ჯგუფში. ასე ვპოულობთ
თეა თუაშვილი: მეც მახსოვს ეს გოგო „იქს ფაქტორიდან“, გამორჩეული გოგოა.
მარინა ბერიძე: ძალიან გთხოვთ აქ არ დამაწყებინოთ გარჩევა, რატომ და რისთვის მომწონს. გარკვევით ვთქვი რომ მე მომწონს . ამას იშვიათად ვამბობ.
შეგახსენებთ, პროექტს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ „იმედზე“ ის გუნდი აკეთებს, რომელიც „რუსთავი 2“-ზე ყველაზე რეიტინგულ შოუებს ქმნიდა. დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ "რუსთავი 2"-დან "იმედზე" ზაფხულში გადაინაცვლეს.