15 მაისი, 2013
რით გააოცა ნინო ქათამაძემ რუსები
მალე მთელი დარბაზი ერთხმად მღეროდა ნინოს სიმღერებს. ნინო ქათამაძე რომ რუსეთსა და უკრაინაში ძალიან უყვართ, ახალი ამბავი აღარ არის. ბოლო დროს რუსულ კონკურსებსა და შოუებზეც მოხშირდა ნინოს სიმღერები, რომლებსაც კონკურსანტები მღერიან ან ჟიურის წევრები ღიღინებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან ნინოს სიმღერების უკეთ ცოდნაში. ალბათ მიხვდით, აჩი ფურცელაძის შარშანდელი გამოსვლა გავიხსენე რუსულ „ახალ ხმაზე“. შესაბამისად, ნინო რუსეთში აქტიურად მოღვაწეობს და სხვადასხვა ღონისძიებაშიც მონაწილეობს. ბოლოს 30 აპრილს რუსეთის ქალაქ ტულაში გამართა კონცერტი, მანამდე კი მურმანსკს სტუმრობდა.

რუსეთში ნინოს რთულ,
არაორდინარულ, „კოსმოსურ“ და იდუმალ მომღერალს უწოდებენ. მისი მუსიკა ხომ ძნელია, რომელიმე გარკვეულ ფორმატს მოარგო: ჯაზიც არის, როკიც, ეთნოც. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, ენერგიითა და ემოციებით არის სავსე და ამიტომაც უყვართ რუსეთშიც.

- მომენატრა თქვენი სითბო, - უთხრა ნინომ მაყურებელს სცენიდან და რამდენიმე კომპოზიცია ოვაციების თანხლებით შეასრულა. აქტიურად ურთიერთობდა პუბლიკასთან, როგორც ყოველთვის. მერე კი კიდევ მეტად გააოცა მაყურებელი - დარბაზში ჩავიდა, შუქის ჩართვა ითხოვა, რიგებს ჩამოუარა და მაყურებლებთან ერთად მოჰყვა იმპროვიზაციებს. მალე მთელი დარბაზი ერთხმად მღეროდა ნინოს სიმღერებს. კონცერტის შემდეგ მაყურებლები ძლივს დაიშალნენ, ისე არ უნდოდათ წასვლა. რუსები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ, რომ მათი საყვარელი მომღერალი სწორედ ქართველი ნინო ქათამაძეა, რომლის გამოსვლისას ტიროდნენ კიდეც.

ტულის შემდეგ ნინოს კიდევ აქვს კონცერტები ჯერ რუსეთის ქალაქებში, მერე კი ევროპისა და აზიის ქვეყნებში. როგორც ერთმა რუსმა ჟურნა-ლისტმა თქვა, ჯაზს თარგმანი არ სჭირდება და მით უმეტეს, ნინოს ჯაზსო.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მანანა
მეც მაინტერესებს ვინაა ნინოს ქმარი ან ყავს ქმარი საერთოდ?
17:51 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თენგიზი
აუ ქალად ვერ აღვიქვამ ნინოს.სიმღეწის დროსაც კი კაცის მიხვრა მოხვრა აქვს.ქმარი ნამდვილად ყავს??????????*მაინტერესებს ან ვინ არის მისი მეუღლე დაწერეთ ვინმემ.
11:34 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
აუ ეს ქალი კაცია????????????**
11:49 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკი
ვერაფრით ვერ ვუსმენ მაგ ქალის სიმღერას.ბღავილია თუ ჭყავილი ვერ გამიგია.ფიზიკურადაც მსუქანი კაცის ტანი აქვს.ქმარი ყავს მაგ ქალს?არსად არ ჩანს მასთან ერთად????????
19:06 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მიშა
მაპატიეთ,თმაგრამ ვერ გამიგია ნინო მომღერალია თუ მომტირალი.
06:00 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS