რუსეთში ნინოს რთულ,
- მომენატრა თქვენი სითბო, - უთხრა ნინომ მაყურებელს სცენიდან და რამდენიმე კომპოზიცია ოვაციების თანხლებით შეასრულა. აქტიურად ურთიერთობდა პუბლიკასთან, როგორც ყოველთვის. მერე კი კიდევ მეტად გააოცა მაყურებელი - დარბაზში ჩავიდა, შუქის ჩართვა ითხოვა, რიგებს ჩამოუარა და მაყურებლებთან ერთად მოჰყვა იმპროვიზაციებს. მალე მთელი დარბაზი ერთხმად მღეროდა ნინოს სიმღერებს. კონცერტის შემდეგ მაყურებლები ძლივს დაიშალნენ, ისე არ უნდოდათ წასვლა. რუსები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ, რომ მათი საყვარელი მომღერალი სწორედ ქართველი ნინო ქათამაძეა, რომლის გამოსვლისას ტიროდნენ კიდეც.
ტულის შემდეგ ნინოს კიდევ აქვს კონცერტები ჯერ რუსეთის ქალაქებში, მერე კი ევროპისა და აზიის ქვეყნებში. როგორც ერთმა რუსმა ჟურნა-ლისტმა თქვა, ჯაზს თარგმანი არ სჭირდება და მით უმეტეს, ნინოს ჯაზსო.
ჟურნალი „რეიტინგი“