მის ოჯახსა და სანათესაოში ძირითადად მოდელები იყვნენ: დედა, ბიცოლა, ნათლია... ბავშვობიდანვე თვალს ადევნებდა მათ საქმიანობას და ეს პროფესია მოსწონდა.
თუმცა, იმ წლებში ცეკვით იყი გატაცებული, ბალეტს ეუფლებოდა. პოდიუმზე, 11 წლის ასაკში თბილისის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. მას შემდეგ დამოუკიდებლად აგრძელებს მოდელის კარიერას.
ანა შელია ახლა 17 წლისაა და მისი სახით საერთაშორისო კლასის ვარსკვლავი გვყავს. გარეგნობით დედას ამსგავსებენ, ლიკა კვარაცხელიას.
პროფესიონალიზმი
- საზღვარგარეთ ბევრს ვმოგზაურობ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვეცნობი. მათ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თუნდაც ფოტოსესიის მიმართ. იქ,
ყველა წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. გადაღება დილის 7 საათზე იწყება. დაგვიანების უფლება არ გაქვს. ამ პროცესში ბევრი ადამიანი მონაწილეობს: ფოტოგრაფის თანაშემწე, სტილისტები, მეიქაპ-არტისტები, მათი თანაშემწეები. ფრჩხილებიც კი სათანადოდ მოწესრიგებული უნდა გქონდეს. გადაღებამდე ერთი თვით ადრე იწყებენ მომზადებას. თავიდანვე განსაზღვრულია როგორ უნდა აიწყოს ჟურნალის გვერდები. მოდელის შერჩევაც საგანგებო ქასტინგებზე ხდება. ფოტოსესიის კონცეფციიდან გამომდინარე, ირჩევენ ნაზი, უხეში თუ ინდივიდუალური გარეგნობის გოგონებს, ან უცნაური გარეგნობის, ბარბის ტიპის მოდელებს. მთავარია, გოგონა გამხდარი იყოს. გადაღების პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. მოდელებს თავს ევლებიან. შუადღის პირველ საათამდე სამ ლუქს იღებენ, შემდეგ ერთი საათი ლანჩია და საღამომდე გრძელდება გადაღებები. ამ პროცესებს პროფესიონალურად უნდა მიუდგე. მაქსიმალურად უნდა იყო მობილიზებული და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილანი პატარა ქალაქია და მეორე დღესვე მოდის სფეროში დასაქმებულ ადამიანებში გავრცელდება შენ შესახებ ხმა და იქვე დაასრულებ კარიერას.
გამოცდილება
- ძირითადად გადაღებებმა ჩამომაყალიბა პროფესიონალად. არ აქვს მნიშვნელობა გადაღებები სად მქონდა, საქართველოში თუ უცხოეთში. ხშირად ზაფხულის კოლექციას სუსხიან ზამთარში იღებენ, ზამთრისას მწველ ზაფხულში. თავიდან გამიჭირდა, ხან მციოდა, ხან ფეხსაცმელი მიჭერდა, ან მშიოდა. თუმცა, ნელ-ნელა გადავლახე სირთულე და დღეს ყველაფერი მიადვილდება. თავიდან ასაკითაც პატარა ვიყავი. ამ რეჟიმით ცხოვრება გავითავისე.
იხილეთ სრულად + ფოტოები