18 ნოემბერი, 2016
ჟურნალი "ბომონდი" ოქროს იუბილის აღსანიშნავად ემზადება
ჟურნალმა "ბომონდმა" 20 ნოემბერს 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, თბილისი მერიოტის პრესტიჟული სივრცე შეირჩა, დიდი წვეულებათა დარბაზითა და ზამთრის ბაღით. წითელი ხალიჩის გავლით თბილისური ბომონდი ჯერ პრეს ბანერთან იპოზიორებს, კოქტეილის შემდეგ კი სადა და დახვეწილი საღამო დაიწყება, გაიმართება დათუნა სულიკაშვილის ჩვენება პერფორმანსი, იქნება სასიამოვნო მუსიკა, ფურშეტი და ბევრი სიურპრიზი.

Rating

სპეციალურად "ბომონდის" წვეულებისთვის დაამთხვია თავისი უახლესი კოლექციის პრეზენტაცია დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა. ქართული ნაქარგობის ტრადიციის გამოყენებით, ფერადი ძაფებით, ბროლითა და მარგალიტებით დიზაინერმა უახლესი კოლექცია კონცეპტუალური ბრენდის აჟესთვის შექმნა.
აბრეშუმის ბახრამებსა თუ დანარჩენ სამოსზე ამოქარგული ორნამენტების ავტორი დედა სიდონიაა, მონაზონი კოსტიუმებზე ხელით მუშაობს, აღსანიშნავია რომ კოლექცია ექსკლუზიურია.

Rating

თეა აგლაძე, ჟურნალ "ბომონდი"-ს მთავარი რედაქტორი: ნოემბერში ბომონდს გამოსვლიდან 20 წელი უსრულდება, ამასთან ეს მეასე ნომერია განახლებული ბომონდის. მიმაჩნია რომ ეს ძალიან სასიამოვნო დამთხვევაა და ნიშანია იმისა, რომ უნდა ავღნიშნოთ იუბილე ისე როგორც ამ ბრენდს ეკადრება. ჟურნალი "ბომონდი" ყველაზე სტაბილური ისტორიის მქონე ჟურნალია ამ სეგმენტში.

დათუნა სულიკაშვილი, დიზაინერი: კოლექციაში სულ 17 ლუქი გამოვიდა, რომლებიც თითქმის სულ ხელით არის შესრულებული. ძირითადად გამოყენებულია აბრეშუმი. რაც შეეხება ნაქარგებს აღებული გვაქვს ბროწეულის, ყურძნის ფოთლის დეტალები, ძველი ქართული ორნამენტები, რომლებიც უფრო მოდის და ფეშენისკენაა გადმოტანილი. კოლექცია საკმაოდ მდიდრული და საინტერესო გამოვიდა. ამ კოლექციის ჩვენება სპეციალურად "ბომონდის" საიუბილეო საღამოსთვის დავამთხვიეთ.

Rating
დედა სიდონია: ჩემთვის ეს პირველი შემთხვევაა, არასოდეს არცერთ დიზაინერთან არ მიმუშავია კოსტიუმებზე და იმდენად მომეწონა ეს ყველაფერი, რომ არც დავფიქრებულვარ ისე გადავწყვიტე თანამშრომლობა.

დათუნა სულიკაშვილის უახლესი კოლექციის პრეზენტაცია კვირას "ბომონდის" იუბილეზე მოეწყობა, სპეციალურად ამ საღამოსთვის პოდიუმზე ისევ გაივლიან: თაკო ჩხეიძე, თამუნა გაბრიელაშვილი, თიკა ფაცაცია, ნინო ცქიტიშვილი, რუსა ჩაჩუა და კიდევ 15-მდე მოდელი, რომელთა მიღწევებიც 2 ათწლეულის მანძილზე "ბომონდის" ფურცლებზე იბეჭდებოდა და ვინც ჟურნალის გლამურულ ისტორიას ქმნიდა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS