17 ნოემბერი, 2016
როგორ ემზადება ჟურნალი "ბომონდი" 20 წლის საიუბილეო საღამოსთვის: backstage
20 ნოემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ჟურნალ "ბომონდის" 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. ჟურნალ "ბომონდს" 20 წელი უსრულდება.

"ბომონდის" რედაქტორი, თეა აგლაძე
: ნოემბერში ჟურნალის განახლებული ნომერი გამოვიდა. საიუბილეო საღამოსთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. საღამო ძალიან სადა და დახვეწილი იქნება. წარმოდგენილი იქნება ჩვენება-პერფორმანსი Datuna. მონაწილეობას ძველი თაობის მოდელები მიიღებენ: თაკო ჩხეიძე, კრისტი ყიფშიძე, თიკა ფაცაცია, თამუნა გაბრიელაშვილი და სხვები.

გოგოების გამოსვლა ძალიან ახლოსაა "ბომონდის" კონცეფციასთან, რადგან თითოეული მათგანი, ჟურნალის არსებობის მანძილზე, გარეკანზე ყოფილან და მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. ჟურნალ
"ბომონდის" ისტორია ერთად შევქმენით. წარმოდგენისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. გაკეთდა ვარცხნილობებისა და მაკიაჟის სატესტო ვერსიები ისე, როგორც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

ჟურნალი "ბომონდი" როგორც ყოველთვის, თავის ერთგულ პარტნიორებს და მკითხველს დახვეწილ გარემოში უმასპინძლებს."

საღამოს მეორე ნაწილი დაეთმობა ფურშეტსა და სიურპრიზებს.

Rating
Rating
RatingRating

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS