- 4 თებერვალს გახდა 2 წელი, რაც მე და გიორგიმ ერთმანეთს "სხვანაირი" თვალით შევხედეთ. 8 წელია, მას ვიცნობ. ჯგუფელები ვიყავით და ამავე დროს, ახლო მეგობრებიც. ახლა, როცა გავიზარდეთ, შეხედულებები შეგვეცვალა, ჩვენც შევიცვალეთ და ასე ვთქვათ, ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. გიორგის, როგორც პიროვნებას, ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი.
- სცენაზე ერთად გითამაშიათ?
- სტუდენტობის დროს, სადიპლომო სპექტაკლში პარტნიოტები ვიყავით; მერე თავისუფალ თეატრში ვითამაშეთ ერთად და დღემდე ვმონაწილეობთ წარმოდგენაში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ".
- სიყვარულში გიორგი გამოგიტყდა?
- ჩვენ უსიტყვოდ მივუხვდით ერთმანეთს, რადგან უკვე სხვანაირად ვუღიმოდით, ვუყურებდით ერთურთს. ახლა უკვე ერთად ვცხოვრობთ.
- ანუ გარკვეული პერიოდი ერთად იცხოვრებთ და ამის შემდეგ გადაწყვეტთ, დაქოწინდებით თუ არა?
- დიახ, ასე გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, დაქორწინებამდე რაღაც პერიოდი წყვილმა ერთად უნდა იცხოვროს. ვცდილობთ, ბედნიერებით დავტკბეთ და დაოჯახებას არ ვჩქარობთ.
- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- ჩემი ოჯახის წევრები დიდ პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას. მშობლები გიორგის კარგად იცნობენ და ისიც იციან, ისეთს არასდროს არაფერს გადავდგამ, რაც მათ გულს ატკენს. ჩემი მშობლებისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი.
- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება? გიორგის გემრიელი კერძებით ანებივრებ?
- გიორგი თავად მანებივრებს ამ ყველაფრით. ძალიან კარგად გამოსდის ხორციანი კერძების მომზადება. ისე კი, მეც ვცდილობ, ვასიამოვნო და ვეკითხები: რა მოგიმზადო-მეთქი? მართალია, სადილების კეთება არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, ვისწავლო.
- შენ მიერ მომზადებული რომელი კერძი მოსწონს?
- ბანანისა და შოკოლადის ბლინები ძალიან მოსწონს. იხილეთ სრულად