13 ნოემბერი, 2016
მარიამ ნადირაძისა და გიორგი მახარაძის სიყვარულის ამბავი - "სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასდროს ავაგებ"
ის თავისუფალ თეატრში თანამშრომლობს, მიწვევით თამაშობს მარჯანიშვილის თეატრშიც, მონაწილეობს სერიალებშიც. მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლის - მსახიობ გიორგი მახარაძის ჯგუფელი და შეყვარებულია. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, მაგრამ დაოჯახებას ჯერ არ აპირებენ.

- 4 თებერვალს გახდა 2 წელი, რაც მე და გიორგიმ ერთმანეთს "სხვანაირი" თვალით შევხედეთ. 8 წელია, მას ვიცნობ. ჯგუფელები ვიყავით და ამავე დროს, ახლო მეგობრებიც. ახლა, როცა გავიზარდეთ, შეხედულებები შეგვეცვალა, ჩვენც შევიცვალეთ და ასე ვთქვათ, ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. გიორგის, როგორც პიროვნებას, ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი.
მას ბევრი კარგი თვისება აქვს და რაც მთავარია, ძალიან კეთილი, თბილია. მისი იმედი მაქვს ყოველთვის და ყველაფერში, ის ჩემთვის დიდი ძალაა...

- სცენაზე ერთად გითამაშიათ?
- სტუდენტობის დროს, სადიპლომო სპექტაკლში პარტნიოტები ვიყავით; მერე თავისუფალ თეატრში ვითამაშეთ ერთად და დღემდე ვმონაწილეობთ წარმოდგენაში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ".

- სიყვარულში გიორგი გამოგიტყდა?
- ჩვენ უსიტყვოდ მივუხვდით ერთმანეთს, რადგან უკვე სხვანაირად ვუღიმოდით, ვუყურებდით ერთურთს. ახლა უკვე ერთად ვცხოვრობთ.

- ანუ გარკვეული პერიოდი ერთად იცხოვრებთ და ამის შემდეგ გადაწყვეტთ, დაქოწინდებით თუ არა?
- დიახ, ასე გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, დაქორწინებამდე რაღაც პერიოდი წყვილმა ერთად უნდა იცხოვროს. ვცდილობთ, ბედნიერებით დავტკბეთ და დაოჯახებას არ ვჩქარობთ.

- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- ჩემი ოჯახის წევრები დიდ პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას. მშობლები გიორგის კარგად იცნობენ და ისიც იციან, ისეთს არასდროს არაფერს გადავდგამ, რაც მათ გულს ატკენს. ჩემი მშობლებისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება? გიორგის გემრიელი კერძებით ანებივრებ?
- გიორგი თავად მანებივრებს ამ ყველაფრით. ძალიან კარგად გამოსდის ხორციანი კერძების მომზადება. ისე კი, მეც ვცდილობ, ვასიამოვნო და ვეკითხები: რა მოგიმზადო-მეთქი? მართალია, სადილების კეთება არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, ვისწავლო.

- შენ მიერ მომზადებული რომელი კერძი მოსწონს?
- ბანანისა და შოკოლადის ბლინები ძალიან მოსწონს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რუსიკო
გიორგი ნიჭიერია და ძალიან მომწონს.წარმატებები და ბედნიერება ჰქონოდეს.მაინტერესებს ვინ არიან მისი მშობლები.იცით ვინმემ?
19:49 / 14-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS