თანა ფრენჩის წიგნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითარგმნა. მათ შორისაა საქართველოც. გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტ ''ტოპ თრილერში" მწერლის დეტექტიური რომანი ''უღარნ ტყეში" გამოიცა.
უღრანი ტყე ბევრ საიდუმლოს ინახავს...… უღრან ტყეში ზოგჯერ შემზარავი ამბები ხდება...
დეტექტივ რობ რაიანს ბავშვობის დროინდელი საშინელი მოგონება მოსვენებას არ აძლევს -
გავიდა დრო.
იმავე ტყეში იპოვეს მხეცურად მოკლული 12 წლის ქეით დევლინის ცხედარი… და რობ რაიანს თავის მეწყვილე კესი მედოქსთან ერთად მოუწევს მკვლელის პოვნა.
თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს - მხოლოდ ჭორებითა და ბუნდოვანი მოგონებებით ვერ ამოხსნის გოგონას იდუმალებით მოცულ მკვლელობის საიდუმლოს.
მაგრამ რობ რაიანი გრძნობს, რომ გოგონას მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნის, თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა ბავშვობაში უღრან ტყეში.
თანა ფრენჩი 1973 წელს დაიბადა. მამამისი ეკომონიკური მრჩეველი გახლდათ და მრავალ ქვეყანაში უწევდა მუშაობა, სადაც ოჯახთან ერთად იდებდა ბინას. შესაბამისად, თანა ფრენჩი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ირლანდიაში, იტალიაში, ამერიკასა და მალავის რესპუბლიკაში. ამჟამად ის ამერიკისა და იტალიის მოქალაქეა. 1990 წლიდან მოყოლებული დუბლინში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ თანა ფრენჩი პროფესიით მსახიობი გახლავთ, მუშაობს როგორც თეატრში, ასევე კინოში და ახმოვანებს ფილმებს. დღეისათვის თანა ფრენჩი არაერთი რომანის ავტორია. მის წიგნებს მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული.
''უღრან ტყეში" მსახიობი მწერლის სადებიუტო რომანია, რომელიც 2007 წელს გამოიცა და ავტორისთვის ნამდვილად ფეხბედნიერი აღმოჩნდა. რომანმა 2008 წელს დეტექტიურ ჟანრში პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. მაგალითად – ედგარ პოს, Anthony Award-ის, "Barry Awards"-ის პრემიები და "Macavity Awards"-ის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის.
თინათინ შავლაძე