- დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?
ნინო:
- პირველად ქუთაისში, ბაგრატში გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. შორიდან, რა თქმა უნდა, ვიცნობდით, მაგრამ
- შეგიქო კაბუმ ვოკალი?
კაბუ:
- შევუქე კი არა, ვგიჟდები ნინოს ხმაზე, დილიდან საღამომდე და თავიდან ბოლომდე, და არა მარტო ხმაზე. ძალიან მაგარი ადამიანია, მშრომელი და ნიჭიერი, პირველ რიგში, გემრიელი მომღერალი, პროფესიონალი და ულამაზესი ქალბატონი. მეგობარიც მაგარია.
- სტუდიაში დაგვიანებას და ''გადაგდებებსაც'' გპატიობს, როგორც გავიგე.
კაბუ:
- (იცინიან) ამას ძალიან ცოტა ადამიანი მპატიობს და ერთ-ერთი არის ნინო.
ნინო:
- კაბუზე რა უნდა გითხრათ, უნიჭიერესია. ყოველთვის ვამბობდი, თუ რეპი დამჭირდებოდა სიმღერაში, ამისთვის დავუძახებდი კაბუს. განსხვავებულია ყველასგან, ორიგინალურია.
- ნინო, მე შენს რეპერტუარს ვიცნობ და ამ ჟანრის მუსიკა არ მახსენდება...
- ყოველთვის მინდოდა ჩამეწერა, ოღონდ მართლა კაბუსთან ერთად. უბრალოდ, ვერ ვახერხებდით. ხან კაბუს არ ეცალა, ხან - მე... ბოლოს ძალიან მოვინდომე, დავწერე სიმღერა, რომლის არანჟირებასაც კობა მესხია აკეთებს და ჩავწერეთ. ჯერ შავი ვარიანტია, მაგრამ მალე დავასრულებთ.
- სიმღერას სახელი აქვს უკვე?
ნინო:
- ჯერ არ შეგვირჩევია. ვნებაზეა სიმღერა, შემდგარი ადამიანების ვნებაზე.
კაბუ:
- რაც ყველას აქვს გუნებაში, გულში. ერთი სიტყვით, სიმღერა არის გემრიელ და კარგ შეთანხმებულ სექსზე. ჩემი პარტიის ტექსტი თავად დავწერე.
ნინო:
- ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთს მოუხდებოდა, ამიტომაც ჩავწერე მასთან დუეტი. სხვათა შორის, შარშან ზაფხულში აღმოვაჩინე, რომ კაბუ, ყველა სიკეთესთან ერთად, კარგადაც ცეკვავს. ქობულეთში ვიცეკვეთ ერთად. მაშინ ვიფიქრე, რომ კაბუს მსგავსი შინაგანი მუხტი, როგორიც აქვთ შავკანიან მომღერლებს, სხვა ქართველში არ მინახავს, ამიტომაც რეპავს კარგად.
- როგორც ვიცი, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც გეგმავთ.
- კი და ძალიან მალე გადავიღებთ. დაახლოებით წარმომიდგენია, როგორი იმიჯი მექნება კლიპში. სექსუალური, როგორც ყოველთვის, მაგრამ არა ზედმეტად თამამი სამოსით.
- რატომ?
კაბუ:
- პირდაპირ ვთქვათ, არ არის საზოგადოება მზად ამისთვის და იმიტომ. ვითომ მზად არიან და სინამდვილეში ასე არ არის. დიდი ჩოხა-ახალუხი აცვიათ შიგნიდან, ჯინსების ქვეშ. უცნაური ხალხი ვართ, ორი უკიდურესობა გვჭირს. ჩოხას ჩაიცვამ და რას ტრადიციულობო, გლანძღავენ, არ ჩაიცვამ და შენ რა ქართველი ხარო, გეტყვიან.
- კაბუ, ჯერჯერობით ''ჩემი ცოლის დაქალებში'' არ ჩანხარ, გამოჩნდები მალე?
- არ ვიცი, არ დაურეკავთ ჯერ.
- სერიალის მთავარი გმირი, დიტო, კიევშია და ალბათ ''ბაბულიკებიც'' იქ არიან.
- ჰო, არ ვიცი, მე აქ ვარ ჯერ (იღიმება).
- და კარგად ხარ?
- კი და ხვალიდან უფრო კარგად ვიქნები.
- რას გულისხმობ, რას აპირებ?
- მე და ლაშა აბზიანიძემ ძალიან სპონტანურად დავგეგმეთ ერთობლივი ალბომის ჩაწერა, რასაც ჩემი სოლოალბომიც მოჰყვება. შუალედში მინდა თეატრში მივიდე, დაველაპარაკო ჩემს მასწავლებელს, ლევანს.
- რამდენი ხანია, რაც ჭოლა არ გინახავს?
- ძალიან დიდი ხანია და იმედი მაქვს, რომელიმე სპექტაკლში დამაკავებს. იმის იმედიც მაქვს, რომ ფილმშიც გადამიღებენ. აქტიურ ცხოვრებას ვაპირებ, სახლში აღარ დავჯდები. ხვალიდან კბილების გაკეთებას ვიწყებ, რაც ნანუკა ჟორჟოლიანის დიდი დამსახურებაა. ძალიან მაგარი გოგოა, ყველაზე მაგარი ადამიანი მსოფლიოში. მისმა პროდიუსერმა დამირეკა და მკითხა, კბილები გაიკეთეო? უარყოფითი პასუხი რომ მიიღო, მითხრა, ერთ-ერთ კლინიკასთან ვთანამშრომლობთ და შეგვიძლია, უფასოდ გაგიკეთოთო. ასე რომ, ერთ კვირაში ''გალივუდი'' ვიქნები.
- კახა, როგორც გავიგეთ, შენს პირად ცხოვრებაშიც სიახლეა...
- ვიცი, რომ გაიგეთ, მაგრამ ეგ საერთოდ არაფერ შუაშია ჩემს პირად ცხოვრებასთან.
- აბა, ის პოსტი ''ფეისბუქზე'' , რომ კაბუ ურთიერთობაშია ნინკა კვაჭაძესთან, რას ნიშნავდა?
- იხუმრა ბავშვმა. ვურჩიე, ნუ იღადავებ, თორემ ამბავი აიწევა-მეთქი. არ დამიჯერა და აჰა, აიწია. მეორე დღესვე ვთხოვე, წაშალე ეგ ამბავი-მეთქი. არაფერი არ ხდება, ვმეგობრობთ უბრალოდ.
- ნინო, ახალი კლიპი გადაგიღია, გავიგე...
- ახლა დამონტაჟების პროცესში ვართ. ინგლისურენოვანი სიმღერაა, ''სიცოცხლე'' ჰქვია. მარიკა ქურდობაძეა კლიპის რეჟისორიც, დიზაინერიც და ყველაფერი ერთად. აბსლუტურად განსხვავებული იმიჯით მნახავთ. მოკლედ, სანამ დავბერდები, ვიღებ და ვიღებ კლიპებს (იცინის), მინდა მოვასწრო.
კაბუ:
- შენ არასდროს დაბერდები, როგორც მე, სხვათა შორის.
ნინო:
- არ დავბერდები, თუ ბევრი კონცერტი მექნება, ჩემს საქმეს გავაკეთებ, საქმეს, რომელიც მიყვარს და ეს იქნება ჩემი შემოსავლის წყაროც.
კაბუ:
- ძალიან გვინდა, გვემღერებოდეს და ჩვენს ქვეყანაში ბევრი კონცერტი იმართებოდეს. ჩვენი საქმე გვინდა ვაკეთოთ და არა სხვა საქმე იძულებით. მე სხვა საქმეს იძულებითაც ვერ ვაკეთებ, სამწუხაროდ. არ შემიძლია. ძალიან ვეხვეწებით, ვისაც ეს ეხება, დამთავრდეს უძრაობის პერიოდი, ''დაიბრიდოს'' ეს უძრაობა. ხომ ვამბობთ, რომ ევროპა ვართ, ვიყოთ ევროპა!
- უძრაობის პერიოდი ახსენე, შენს ცხოვრებაში იყო სულ ახლახან, რას აკეთებდი ამ დროს?
- აბსოლუტურად არაფერს. სახლში ვიჯექი მარტო, მაქსიმუმი - ''ფეისბუქზე'' სიმღერა დამედო. იმდენი წაუკითხავი წერილი მაქვს... ნაწყენებიც არიან ვიღაცები. ვერ ვკითხულობ, არ შემიძლია. არაფრის ხალისი არ მქონდა. არაფერი რომ არ გაქვს, ელემენტარულად სტუდიაში რომ მოხვიდე სიმღერის ჩასაწერად, იმის ერთი ადგილი რომ არ გაქვს, ნერვები აღარ გყოფნის. ვერაფერს აკეთებ და ნელ-ნელა აღარც გინდა, რომ გააკეთო.
- ნერვები რამ გაგიფუჭა?
- ყველაფერმა ერთად: იმან, რომ ნელ-ნელა საზღვრებს გვიპატარავებენ; იმან, რომ ამდენი ბიჭი აღარ არის; იმან, რომ ხან ავადა ვარ, ხან კრიმინალი ვარ; იმან, რომ ამდენი მოვფსი ორი წლის განმავლობაში, აავსეს ჩემი შარდით დედამიწა. მარტო ჩემით არა. იმიტომ, რომ მართვის მოწმობა არ მაქვს დემოკრატიულ ქვეყანაში. თან Aარაფრის გამო.
- კარგი ახლა, ამეტებ მგონი...
- რა კაი ახლა?! ჩემ თვალწინ მთვრალს კარს რომ უღებენ და თავს ძირს ურტყამს, ლარიან ჯარიმას უწერენ და მე გუშინწინ მოვწიე და სამწლიან ჯარიმას მაძლევენ, სირცხვილია, ადამიანებო!!! ძალიან დიდი სირცხვილია. აი, ამის გამო გამიფუჭდა ნერვები. კიდევ იმის გამო, რომ სინათლე მიქრებოდა ოცდამეერთე საუკუნეში და გზა გაქვსო, მაყვედრიდნენ. აუფ! ხიდი გაგვიშენეს? მალადეც!
ნინო:
- ზედმეტად პოლიტიზებულები გაგვხადეს და ეს არის ჩვენი უბედურება.
კაბუ:
- ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. მარტო კონცერტებზე არ ვლაპარაკობთ. რა უნდა მსახიობს პარლამენტში, გეხვეწები, მითხარი. რა უნდა? რეჟისორს რა უნდა პოლიტიკაში?!
- შენ რომ გქონოდა მსგავსი შანსი, გაუშვებდი ხელიდან?
- რა მინდა იქ? ჩემი ცხოვრება არის სპექტაკლი, თეატრი, კინო, სტუდია. რა მინდა პარლამენტში, ჰალსტუხი მეზიზღება. არ ვიცი ქვეყნის მართვა. რატომ იციან იმათ, ან რატომ უნდათ, იცოდნენ?!
- იქნებ, მათ გადაწყვეტილებაში ფინანსური დაინტერესებაც დევს?
- ფული ყველას გვიყვარს, მაგრამ ჩვენ-ჩვენი საქმით უნდა გამოვიმუშაოთ. უმაგრესი არტისტია პაპუაშვილი, უდიდეს პატივს ვცემ ახლაც, მაგრამ ის არტისტია ძლიერი და არა პოლიტიკოსი. ვგიჟდები მასზე, ძალიან აკლია თეატრს.
- შენც რომ აკლიხარ?
- მე მქონდა მიზეზი, ასე ვერ გავალ სცენაზე. ლიფონავამ გარისკა და ამიყვანა და არ ვისმინებოდი. პირის აპარატი მაქვს დაბრედილი.
- ახლა იცის ლიფონავამ, რომ ამ პრობლემას აგვარებ?
- ჯერ არა, მაგრამ გაიგებს მალე.
- ჩვენ გელოდებით სერიალში და არა მხოლოდ სერიალში...
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''