რაც არ უნდა იძახონ უფროსებმა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არაა და ისიც ხომ
1) მარკუს ზუზაკის - წიგნის ქურდი
1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. მარკუს ზუზაკი ავსტრალიელი მწერალია. მისი ოჯახი იქ ავსტრიის დატოვების შემდეგ დასახლდა. "წიგნის ქურდის" მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. მოგვიანებით მწერალი იტყვის: "ბავშვობაში მოსმენილი ამბები მახსენებდა, საიდან ვარ და ვინ ვარ. ჩემი მშობლების განვლილი გზა, მათი მხნეობის მაგალითი და ბრძოლა გადარჩენისა და უკეთესი ცხოვრებისათვის წარმატების საფუძვლად მექცა. რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი ისტორიის, წარსულის გარეშე". ომის დროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ "წიგნის ქურდია".
2) ლაბირინთში მორბენალი -ჯეიმზ დაშნერი
"თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი." ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. "სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში, შენქ." კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა, ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი. ის ბიჭებს შემაძრწუნებელ ახალ ამბავს მოუტანს. გახსოვდეს! უნდა გადარჩე! ირბინე!
3) შერჩევა- კირა კასი
მე არ მინდოდა დიდება. არ მინდოდა ერთადერთი ვყოფილიყავი. არც კი მიცდია. 35 გოგო. 1 გვირგვინი. შეჯიბრება სიცოცხლისთვის. რჩეულებს განსაკუთრებული სამოსი, ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, სასახლეში ცხოვრება და პრინც მაქსონის გულის მოსაგებად ბრძოლა ელით. ამერიკა სინგერისთვის კონკურსში მონაწილეობა მძიმე სასჯელია. მას არ უნდა სახლიდან წასვლა, გვირგვინისთვის დაუნდობელ ბრძოლაში ჩაბმა და ცხოვრება სასახლეში, რომელსაც მეამბოხეები გამუდმებით ესხმიან თავს. სამეფო კარზე ამერიკა პრინც მაქსონს გაიცნობს. ეს ბედისწერის შემობრუნებაა. გოგონა იმაზე ეჭვობს, რისაც აქამდე გულით სწამდა. და ხვდება, რომ ოცნება მიღმა სამყაროში იფანტება, მომავალი კი სულ სხვა იქნება.
4) სინდერი მთვარის ქრონიკა
მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! ადამიანები და ანდროიდები ახალი პეკინის ხმაურიან ქუჩებში დაიარებიან. კოსმოსიდან კი სხვა საფრთხე მოდის: მთვარის ვერაგი მაცხოვრებლები ჩასაფრებულან და თავდასხმისთვის ხელსაყრელ მომენტს ელიან. არავინ იცის, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული.
5) ნაპერწკალი ფერფლში - საბა ტაჰირი
ლაია მონაა. ელიასი ჯარისკაცი. არც ერთი არ არის თავისუფალი. . სამხეცეთში, ძველი რომის ანაკრელია, ლაია ბებიასთან, პაპასა და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. მის ძმას სახელმწიფო ღალატისთვის აპატიმრებენ. ბებია-პაპას თვალწინ უკლავენ. ძმის გადასარჩენად ლაია ჯაშუშობას იწყებს. ელიაისი აკადემიის ყველაზე წარჩინეული მებრძოლი, უსასტიკესი კომენდანტის შვილი, მაგრამ მეამბოხეა. ელიასისა და ლაიას შეხვედრა ბედისწერაა. რა ელოდება მათ კავშირს? იოლი არ არის გადაურჩე ტირანიას, მაშინ როცა თვით იმპერატორიც კი მისი მსხვერპლია.
როგორც ვხედავთ - ფერნტეზი, რომანტიკული ისტორიები, გიჟური თავგადასავლები, ისტორიის ლაბირინთები... ეს ჟანრები ყველაზე მეტად ხიბლავთ ჩვენს თინეიჯერ წიგნის მოყვარულებს. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ