- სულ ახლახან გადავიდა გიგი ბელიაშვილზე არაჩვეულებრივ ბინაში. ჩემთან ახლოს რომ არ ცხოვრობდნენ, ვერ გავძლებდი. თავიდან როცა გადავიდნენ, ორი კვირა თვალი არ მომიხუჭავს, ვერ ვიძინებდი. მაგრამ სულ ერთად ვართ და უკვე შევეგუე.
იქ დიზაინერის დახმარებით ყველაფერი არაჩვეულებრივად და გემოვნებით მოაწყვეს. გიგიმ იქ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.
- ანუ ეხერხება სარემონტო
- რომ გითხრათ, ძალიან ხელმარჯვეა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ უყვარს ყველაფერი ხარისხიანი და ორიგინალური. ცდილობს, თუ რაიმეს აკეთებს, განსხვავებულად გააკეთოს. თუ შეამჩნიეთ, მე ინტერიერში არეული მაქვს ძველი და ახალი სტილი, გიგის და მარინას უფრო თანამედროვე სტილი მოსწონთ. მარინას ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და ეს იგრძნობა მათ სახლში.
იხილეთ სრულად + ფოტოები