ბავშვის დაინტერესება რომ მშობლის "სუსტი წერტია", ვიცით. გამომცემლებიც ამ მიმართულებით არანაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ. შედეგად კი საბავშვო დეტექტივი მთელ მსოფლიოში მოთხოვნად და აღიარებულ ჟანრად იქცა. ქართული გამომცემლებიც არ არიან გამონაკლისნი - ახლახან 8-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ სერიაში "ლიბერქიდსი" საბავშვო დეტექტივი "შერლოკი, ლუპენი და მე" გამოვიდა. ვინაიდან წიგნმა მალევე მიიპყრო ყურადღება და ჯერჯერობით ერთადერთ საბავშვო დეტექტივად რჩება ქართულ ენაზე, საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვერკვია, რამდენად სასარგებლოა ეს ჟანრი ბავშვისთვის და რატომ გახდა ზემოაღნიშნული წიგნი საინტერესო ბავშვებისთვის.
ბავშვებს უყვართ საიდუმლოს ამოხსნა
თავსატეხები, გამოცანები, კროსვორდები - ეს ყველაფერი ხომ ბავშვების საყვარელი "ტვინსაჭყლეტებია". ასეთია დეტექტივიც - მისი კითხვისას გონება გაფაციცებულია, რომ რაიმე არ გამორჩეს. საქმეს ხომ ზოგჯერ სულ უმცირესი დეტალი ხსნის, რომელიც ნებისმიერ გვერზე შეიძლება იპოვო.
დიდების სამყაროში შეჭყეტვის სურვილი
დეტექტივი გინდ საბავშვო იყოს და გინდაც უფროსებისთვის, აუცილებლად შეიცავს კრიმინალის ელემენტებს. მართალია, საბავშვო დეტექტივში ძალადობის სცენები არ არის, მაგრამ ქურდობის, თაღლითობის თუ სხვა დანაშაულის შესახებ აუცილებლად ეწერება. შესაბამისად, ასეთ წიგნებს პატარა მკითხველს რელურ სამყაროსთან სიახლოვის შეგრძნებას უჩენს და თითქოს გადამყვანი ხიდია ზღაპრებსა და "დიდურ" წიგნს შორის.