14 ოქტომბერი, 2013
რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან
მეუღლე, მაია კვესელავა, გიას გაშორდა და შვილი, ნუგო სურამელაშვილი გიას ოჯახს დაუტოვა. წლების განმავლობაში ბავშვს გიას დედა ზრდიდა მომღერალ გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა. გია კი ფილარმონიის დარბაზებს ავსებდა.

''ჯაბას ლუბიმჩიკი ვიყავიო'' , ამბობდა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში მომღერალი. ჯაბა იოსელიანს გულისხმობდა. გოგონები მართლაც აფანატებდნენ იმ დროისთვის საკმაოდ უცნაურად, ორიგინალურად ჩაცმულ მომღერალზე.

მის სიმღერებზე ტიროდნენ
და მასთან ხელით შეხებაზე ოცნებობდნენ. პოლიციას ბარიერი ჰქონდა გაკეთებული გიას ფანებსა და მომღერალს შორის. სწორედ ამ პერიოდს შეეწირა გიას ოჯახი.

მეუღლე, მაია კვესელავა, გიას გაშორდა და შვილი, ნუგო სურამელაშვილი გიას ოჯახს დაუტოვა. წლების განმავლობაში ბავშვს გიას დედა ზრდიდა.

მომღერალი ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში ყოფილ ცოლს ირონიულად იხსენებს, ეჭვიანობდა და ამიტომაც ვცემდიო, ამბობს. ჩვენ გიას ყოფილი მეუღლე მაია კვესელავა ვიპოვეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაიამ ინტერვიუზე უარი თქვა, არ მინდა, ჩემს შვილსა და რძალს ვაწყენინო, ამიტომ თავს შევიკავებო, თუმცა პირად საუბრებში გიას ფსიქიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი, - ''იმ ინტერვიუზე მხოლოდ გამეცინა, რა უნდა ვუპასუხო, თუ შეამჩნიეთ, გიას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

22 წელია მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, რა უნდა ჩემგან, ვერ გავიგე. ცემას რაც შეეხება, მაგას ვერც გამიბედავდა, ყველაფრით ჩემსა და ჩემს ოჯახზე იყო დამოკიდებული'' .

Rating

გია ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობდა, ჩემი ყოფილი ცოლი ახლა ელიავაზე ''დაშლილებში'' მუშაობს, მძიმე პერიოდი უდგასო. ვერ გეტყვით, მაშინ იხუმრა თუ არა მომღერალმა, მაგრამ მაიას ფოტოები, რომელიც მის ''ფეისბუქზე'' ვნახეთ, აშკარად საპირისპიროს ამტკიცებს.

როგორც გავარკვიეთ, მაია პარტია ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' აქტიური წევრია. ''ფეისბუქის'' მის გვერდზე პარტიის ოფისში გადაღებული უამრავი ფოტოა. ახლა მაიას წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქვს.

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფონზე გიას პოპულარობამ კიდევ უფრო იმატა და ჩვენც შევეცადეთ, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა მის შესახებ. ჩვენი ინფორმატორი გახლავთ გია სურამელაშვილის ყოფილი მეგობარი და რამდენიმე მისი სიმღერის ავტორი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენი რესპონდენტი მამაკაცია... როგორც ჩანს, ის ძალიან გაბრაზებულია თავის ყოფილ მეგობარზე და საკმაოდ ბევრი გვესაუბრა მის შესახებ, მათ შორის, ბევრი ისეთი რამ გვითხრა, რისი დაწერაც საჭიროდ არ მივიჩნიეთ.

- რაღა მახსოვს, გიას და მაიას ცოლქმრობა ქვის ხანაში იყო (იცინის). გია ბავშვი იყო. მაია კი 1905 წელს დაბადებული, ცოტა არ იყოს, მისთვის შეუფერებელი ქალი. თუ არ ვცდები, გიაზე ათი წლით უფროსი გახლდათ. ერთმანეთი ფილარმონიაში გაიცნეს. როგორც მახსოვს, მაია იქ ადმინისტრაციაში მუშაობდა. არ ვიცი, რატომ დაიწყო მათი ურთიერთობა... მაია დაფეხმძიმდა, ასე შერჩა გიას და მოიყვანა ცოლად. გლდანში ცხოვრობდნენ, გიას სახლში. მე ტელევიზიაში მუსიკალური პროგრამების მთავარ რედაქციაში ვმუშაობდი. ფილარმონიაში იალტის მუსიკალური კონკურსის შესარჩევ ტურს ვატარებდით და გია იქ გავიცანი.
- როგორი ცოლქმრობა ჰქონდათ გიასა და მაიას?
- დაძაბული. გია თავისი კარიერით დაინტერესდა და მაია საერთოდ არ აღელვებდა. აღარც მაია ნაღვლობდა დიდად. თავისთვის დაშრიალებდა. მეგობრულად გადაწყვიტეს, რომ ბავშვს გიას მშობლები გაზრდიდნენ. მალე გია იალტაში წაბრძანდა. საქორწილო სიმღერა ''მეფაიტონე'' შეასრულა და გამოუშვეს უკან. მერე გია მზია კვირიკაშვილს შეხვდა, რომელმაც მთელი საქართველო შემოატარა. ასე გაიცნო ის ხალხმა. მაია მიდიოდა ხოლმე გლდანში ბავშვის სანახავად. მეშვიდე მიკრორაიონში ცხოვრობდნენ. მერე საერთოდ შეწყვიტა ვიზიტები.
- რატომ?
- ყელში ამოუვიდა უხასიათო გიასთან ურთიერთობა. გიას დედა და დები უარესი უხასიათოები იყვნენ. თან რასაც გია იტყვის, ყველა მის დაკრულზე დადის. გია უკვე პოპულარული გახლდათ და მაღლა მიიწევდა. რაც უფრო პოპულარული ხდებოდა, მით უფრო აუტანელი იყო ოჯახშიც და მეგობრებშიც.
- გია რამდენიმე ინტერვიუში ამბობს, რომ ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა, თქვენ თუ ხართ ამის მომსწრე ან თუ გსმენიათ რაიმე?
- არა, ტყუის. შეიძლება, ერთი-ორჯერ გაარტყა, მაგრამ...
- ასე ამბობს, მაია ეჭვიანობდა, ფილარმონიაში გოგონებს სცემდა და მაგიტომაც შევეხე ხელითო.
- შეიძლება, იყო ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ გია ყოველთვის ყველაფერს აზვიადებს. უნდა რომ იტრიპაჩოს, გოგონებს მოვწონდი და ჩემი ცოლი ამაზე გიჟდებოდაო. ეს ჩემთვისაც აქვს ნათქვამი. სულ ყურადღების ცენტრში უნდოდა ყოფნა, უნდა გელაპარაკა მხოლოდ მის წარმატებაზე. მე, როგორც მისი მეგობარი, თავს მეგობრად კი არ მივიჩნევდი, მის მოსამსახურეს ვემსგავსებოდი. არადა, არ მინდოდა, მისი კარიერისთვის ხელი შემეშალა. ამიტომ ბევრს ვთმობდი. ისე, კარგ წნეხშიც ვატარებდი.
- გიას ბიჭი, ნუგო, ციხეში მოხვდა. ხომ არ იცით ამის მიზეზი?
- ჯიხური გატყდა და მასაც ადებდნენ ხელს. არ ვიცი, რა მოხდა. ერთი ვიცი, რომ ნუგო კარგი ბავშვია. ჩემს ხელში გაიზარდა.
- როგორც ვხვდები, დღეს აღარ გაქვთ გიასთან ურთიერთობა, რატომ?
- დიდი ხანია, არ მინახავს. ერთი ისეთი რამ დაიჯერა, რომ ვერ ვაპატიე. ჩვენმა საერთო ნაცნობმა დაურეკა და უთხრა, ვითომ მე გიას ოქროების მოპარვას ვაპირებდი. ყველაფერი რომ დამაბრალოს ადამიანმა, ქურდობას ვერ დამაბრალებს. ცხოვრებაში ვაშლი არ მომიპარავს მეზობლის ბაღიდან.
- ოქროები გიას მაშინაც უყვარდა?
- სულ უყვარდა. ოქროს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სუნამოებისა და ქეიფის ფანია. ხარივით სვამს და სუფრასთან კარგია.
- მის არატრადიციულ ორიენტაციაზეც ბევრს ხუმრობენ. ამაზე რას იტყვით?
- საკუთარი თვალით არატრადიციული არაფერი მინახავს. ის ხელოვანია და თანაც წარმატებული. ამ ჭორებს კი მისი განსხვავებული და ამავე დროს პოპულარობისათვის აუცილებელი სტილი ქმნის. მაგარი ჯანი აქვს და ბარე ბევრ ტრადიციულს დაანგრევს (იცინის). მერე რა, რომ ამბობენ, ვისზე არ ამბობენ? ჩემზეც ამბობენ. თვეობით იყო ჩემთან რაიონში და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი, დედაჩემისა და ჩემი დის გარეშე. ისე, საკუთარი თვალით მინახავს და ყურითაც მსმენია, რომ ჰყავს ორივე სქესის თაყვანისმცემელთა არმია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ჰაჰაჰა
სუფთა პეტუხია რა ეს სურამელსვილი,მაგაზე ადრე რომ გიჟდებოდნენ მესმის მარა ეხლა პაზორია მაგის სიმრებს როგორ უნდა უსმინო კიდევ ნინო ჩხეიძე ჯობია ქალია და იხდენს ეს კიდევ ქალიშვილი გოგოსავით ირხევა და ვერც იმას დავიჯერებ რომ გია გადახრები არ ააქვს აბა კაცი მაგაზე როგორ უნდა გაგიჟდეა?მაგრან დარჩენენ საქართველოში მამაკაცები?ან გეია ან ბისექსუალი
11:45 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
გია ნამდვილად ვარსკვლავია ხალხო და ამას ვერ უარყოფთ მისი უაზრო გამოხტომების მიუხედავად! და მისი ცოლი? საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება ოდესმე კანონირი ყოფილა?
10:53 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გია თუ ვარსკვლავია მაშინ კახი კავსაძე ვინ არის?
09:27 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატაშკა
ჩვენ თვითონ ვქმნით ვარსკვალავებს და მერე გვიკვირს მათი უაზრო ამბიციები!
17:48 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ყველა დროს ტავისი მოაქვს და სურამელაშვილი ბრწყინვალედ ასახავს რა დროც დგას საქარტველოში ბოლო წლებში.
17:27 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქვეყნის და ხალხის განვიტერების დონე პირველ რიგში ხელოვნებაში აისახება.ხალხი რომელიც სურამელაშვილს და წკრიალაშვილს უსმენს ის არ ვიტარდება და უახლოეს მომავალში პერსპექტივაც კი არ ჩანს. და ეს ხდება საქარტველოში საუბედუროდ.
17:23 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS