14 ოქტომბერი, 2013
რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან
მეუღლე, მაია კვესელავა, გიას გაშორდა და შვილი, ნუგო სურამელაშვილი გიას ოჯახს დაუტოვა. წლების განმავლობაში ბავშვს გიას დედა ზრდიდა მომღერალ გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა. გია კი ფილარმონიის დარბაზებს ავსებდა.

''ჯაბას ლუბიმჩიკი ვიყავიო'' , ამბობდა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში მომღერალი. ჯაბა იოსელიანს გულისხმობდა. გოგონები მართლაც აფანატებდნენ იმ დროისთვის საკმაოდ უცნაურად, ორიგინალურად ჩაცმულ მომღერალზე.

მის სიმღერებზე ტიროდნენ
და მასთან ხელით შეხებაზე ოცნებობდნენ. პოლიციას ბარიერი ჰქონდა გაკეთებული გიას ფანებსა და მომღერალს შორის. სწორედ ამ პერიოდს შეეწირა გიას ოჯახი.

მეუღლე, მაია კვესელავა, გიას გაშორდა და შვილი, ნუგო სურამელაშვილი გიას ოჯახს დაუტოვა. წლების განმავლობაში ბავშვს გიას დედა ზრდიდა.

მომღერალი ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში ყოფილ ცოლს ირონიულად იხსენებს, ეჭვიანობდა და ამიტომაც ვცემდიო, ამბობს. ჩვენ გიას ყოფილი მეუღლე მაია კვესელავა ვიპოვეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაიამ ინტერვიუზე უარი თქვა, არ მინდა, ჩემს შვილსა და რძალს ვაწყენინო, ამიტომ თავს შევიკავებო, თუმცა პირად საუბრებში გიას ფსიქიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი, - ''იმ ინტერვიუზე მხოლოდ გამეცინა, რა უნდა ვუპასუხო, თუ შეამჩნიეთ, გიას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

22 წელია მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, რა უნდა ჩემგან, ვერ გავიგე. ცემას რაც შეეხება, მაგას ვერც გამიბედავდა, ყველაფრით ჩემსა და ჩემს ოჯახზე იყო დამოკიდებული'' .

Rating

გია ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობდა, ჩემი ყოფილი ცოლი ახლა ელიავაზე ''დაშლილებში'' მუშაობს, მძიმე პერიოდი უდგასო. ვერ გეტყვით, მაშინ იხუმრა თუ არა მომღერალმა, მაგრამ მაიას ფოტოები, რომელიც მის ''ფეისბუქზე'' ვნახეთ, აშკარად საპირისპიროს ამტკიცებს.

როგორც გავარკვიეთ, მაია პარტია ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' აქტიური წევრია. ''ფეისბუქის'' მის გვერდზე პარტიის ოფისში გადაღებული უამრავი ფოტოა. ახლა მაიას წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქვს.

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფონზე გიას პოპულარობამ კიდევ უფრო იმატა და ჩვენც შევეცადეთ, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა მის შესახებ. ჩვენი ინფორმატორი გახლავთ გია სურამელაშვილის ყოფილი მეგობარი და რამდენიმე მისი სიმღერის ავტორი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენი რესპონდენტი მამაკაცია... როგორც ჩანს, ის ძალიან გაბრაზებულია თავის ყოფილ მეგობარზე და საკმაოდ ბევრი გვესაუბრა მის შესახებ, მათ შორის, ბევრი ისეთი რამ გვითხრა, რისი დაწერაც საჭიროდ არ მივიჩნიეთ.

- რაღა მახსოვს, გიას და მაიას ცოლქმრობა ქვის ხანაში იყო (იცინის). გია ბავშვი იყო. მაია კი 1905 წელს დაბადებული, ცოტა არ იყოს, მისთვის შეუფერებელი ქალი. თუ არ ვცდები, გიაზე ათი წლით უფროსი გახლდათ. ერთმანეთი ფილარმონიაში გაიცნეს. როგორც მახსოვს, მაია იქ ადმინისტრაციაში მუშაობდა. არ ვიცი, რატომ დაიწყო მათი ურთიერთობა... მაია დაფეხმძიმდა, ასე შერჩა გიას და მოიყვანა ცოლად. გლდანში ცხოვრობდნენ, გიას სახლში. მე ტელევიზიაში მუსიკალური პროგრამების მთავარ რედაქციაში ვმუშაობდი. ფილარმონიაში იალტის მუსიკალური კონკურსის შესარჩევ ტურს ვატარებდით და გია იქ გავიცანი.
- როგორი ცოლქმრობა ჰქონდათ გიასა და მაიას?
- დაძაბული. გია თავისი კარიერით დაინტერესდა და მაია საერთოდ არ აღელვებდა. აღარც მაია ნაღვლობდა დიდად. თავისთვის დაშრიალებდა. მეგობრულად გადაწყვიტეს, რომ ბავშვს გიას მშობლები გაზრდიდნენ. მალე გია იალტაში წაბრძანდა. საქორწილო სიმღერა ''მეფაიტონე'' შეასრულა და გამოუშვეს უკან. მერე გია მზია კვირიკაშვილს შეხვდა, რომელმაც მთელი საქართველო შემოატარა. ასე გაიცნო ის ხალხმა. მაია მიდიოდა ხოლმე გლდანში ბავშვის სანახავად. მეშვიდე მიკრორაიონში ცხოვრობდნენ. მერე საერთოდ შეწყვიტა ვიზიტები.
- რატომ?
- ყელში ამოუვიდა უხასიათო გიასთან ურთიერთობა. გიას დედა და დები უარესი უხასიათოები იყვნენ. თან რასაც გია იტყვის, ყველა მის დაკრულზე დადის. გია უკვე პოპულარული გახლდათ და მაღლა მიიწევდა. რაც უფრო პოპულარული ხდებოდა, მით უფრო აუტანელი იყო ოჯახშიც და მეგობრებშიც.
- გია რამდენიმე ინტერვიუში ამბობს, რომ ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა, თქვენ თუ ხართ ამის მომსწრე ან თუ გსმენიათ რაიმე?
- არა, ტყუის. შეიძლება, ერთი-ორჯერ გაარტყა, მაგრამ...
- ასე ამბობს, მაია ეჭვიანობდა, ფილარმონიაში გოგონებს სცემდა და მაგიტომაც შევეხე ხელითო.
- შეიძლება, იყო ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ გია ყოველთვის ყველაფერს აზვიადებს. უნდა რომ იტრიპაჩოს, გოგონებს მოვწონდი და ჩემი ცოლი ამაზე გიჟდებოდაო. ეს ჩემთვისაც აქვს ნათქვამი. სულ ყურადღების ცენტრში უნდოდა ყოფნა, უნდა გელაპარაკა მხოლოდ მის წარმატებაზე. მე, როგორც მისი მეგობარი, თავს მეგობრად კი არ მივიჩნევდი, მის მოსამსახურეს ვემსგავსებოდი. არადა, არ მინდოდა, მისი კარიერისთვის ხელი შემეშალა. ამიტომ ბევრს ვთმობდი. ისე, კარგ წნეხშიც ვატარებდი.
- გიას ბიჭი, ნუგო, ციხეში მოხვდა. ხომ არ იცით ამის მიზეზი?
- ჯიხური გატყდა და მასაც ადებდნენ ხელს. არ ვიცი, რა მოხდა. ერთი ვიცი, რომ ნუგო კარგი ბავშვია. ჩემს ხელში გაიზარდა.
- როგორც ვხვდები, დღეს აღარ გაქვთ გიასთან ურთიერთობა, რატომ?
- დიდი ხანია, არ მინახავს. ერთი ისეთი რამ დაიჯერა, რომ ვერ ვაპატიე. ჩვენმა საერთო ნაცნობმა დაურეკა და უთხრა, ვითომ მე გიას ოქროების მოპარვას ვაპირებდი. ყველაფერი რომ დამაბრალოს ადამიანმა, ქურდობას ვერ დამაბრალებს. ცხოვრებაში ვაშლი არ მომიპარავს მეზობლის ბაღიდან.
- ოქროები გიას მაშინაც უყვარდა?
- სულ უყვარდა. ოქროს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სუნამოებისა და ქეიფის ფანია. ხარივით სვამს და სუფრასთან კარგია.
- მის არატრადიციულ ორიენტაციაზეც ბევრს ხუმრობენ. ამაზე რას იტყვით?
- საკუთარი თვალით არატრადიციული არაფერი მინახავს. ის ხელოვანია და თანაც წარმატებული. ამ ჭორებს კი მისი განსხვავებული და ამავე დროს პოპულარობისათვის აუცილებელი სტილი ქმნის. მაგარი ჯანი აქვს და ბარე ბევრ ტრადიციულს დაანგრევს (იცინის). მერე რა, რომ ამბობენ, ვისზე არ ამბობენ? ჩემზეც ამბობენ. თვეობით იყო ჩემთან რაიონში და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი, დედაჩემისა და ჩემი დის გარეშე. ისე, საკუთარი თვალით მინახავს და ყურითაც მსმენია, რომ ჰყავს ორივე სქესის თაყვანისმცემელთა არმია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ჰა?
სერიოზული ქალბატონი ჩანს, ამასთან რა საერთო უნდა ჰქონოდა. მამაკაცების ნაკლებობა როდის იყო, ამას რომ არ გადაჰყროდა? თვითონ ფიქრობს დღე-ღამეში 25 საათი მამაკაცზე და საჩუქრებზე
22:52 / 11-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ნათია
იყო ძალიან კარგი ბიჭი, ბადალი არ ყავდა ესთრადაზე.
14:38 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
გია მეშვიდე მიკრო რაიონში კი არა პირველში ცხოვრობდა ჩემი კორპუსის გვერდით კორპუსში, ამას რა მნიშვნელობა აქვს არ ვიცი, ჩემს კორპუსში მეგობრობდა ებრაულ ოჯახთან. სიმღერა რომ დაიწუო ძალიან პოპულარული იყო, ფილარმონია ივსებოდა და ყვავილების ზღვა ეყარა მის ფეხებთან, ცეკვავდა ძალიან ლამაზად, მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მსგავსი ტრიუმფით რომ ვინეს აღზევებდნენ საქართველოში ესტრადაზე არ მინახავს. გია ძალიან კარგი ბიჭი იყო, ახლა არაფერი არ შემიძლია ვთქვა, რადგან აღარაფერი არ ვიცი...
14:33 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
მაია როგორიცაა ყველა შემთხვევაში მდედრობითი სქესია რომ შეხედავ.ამ სურამელაშვილის სქესი ვერ გავიგე.ცხვარია,თხაა,ქალია,კაცია ტუ ოქროებასხმული ქალიშვილია.გული მერევა
11:04 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიააა გაგვინათე დარბაზიიიიი
პოპულარურს რას ეძახით ტო?მოკვდა ქელეხებში ნამღერი,ეგ უბედური.გაუსკდა მუცელი შილაფლავს ნაჭამი.....
15:22 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანანიკო ს
გეტყობა შენ გასინჯულიც გყავს, ნასიამოვნებიც ხარ და დაწყნარებულიც.ამიტომაც ურჩევ ელენეს.აბა ასეთ რჩევას ადამიანს, უტვინო ადამიანის გარდა ვინ ურჩევდა.
20:48 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ტა-ტა
შენი შვილის დედას თუ უჭირს, მაგ შენი სირცხვილიცაა, მერე რა რომ დიდი ხანია ერად არ ხართ. საერთოდ ვერ ვიტან ამ პიჟონ კაცს. იდიოტი. რა მომღერალია სასაცილო
15:37 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვალე
მე რომ მკიტჰოტ ეგ ტქვენი გია სცენაზე ა რ არის გასასჰვები.მაგან უნდა იმგეროს გეი-ბარსჰი.
14:57 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
შე კაი კაცო თუ იცი, რომ ყოფილ ცოლს უჭირს უნდა დაეხმარო და არა გიხაროდეს
14:34 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მაშინ, როცა საქართველოში არავის არც ემღერებოდა და არც ეცინებოდა, გია მღეროდა და მღეროდა ძალიან სასიამოვნო სიმღერებს, კარგი ბიჭის სახელი ჰქონდა, სცენაზე იუო არაჩვეულებრივი, თაყვანისმცემელთა არმია ეხვია. მე ასეთს ვიცნობ, ახლა თუ რამე შეიცვალა, განა ჩვენ არ ვიცვლებით? ჩვენ ისევ ის ვართ ვინც ვიყავით?
23:30 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS