26 ოქტომბერი, 2016
"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა
გახმაურებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ერთნი მორაგბის დასჯას ითხოვენ, მეორენი კი კრიტიკოსებს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ და მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაში შედიან.

საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარი, ვიქტორია ეზუგბაია, რომელმაც ავარიის ახალ დეტალზე ისაუბრა პოსტში. მოგვიანებით, ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედამ, ქეთი შელეგიამ:

"მინდა ვუპასუხო ყველა ადამიანს, ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე
არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის.

1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით (დაღუპული ნუცა კალანდარიას და გიორგი პაპასკირის შვილი) მთლად უპატრონოდ გაიზარდონ ანუ უდედმამოდ.

2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS