16 ოქტომბერი, 2016
"გამოდის, რომ შარშან გადავრჩენილვარ აქანდაზს და ნაგავში გადაგდებას" - რატომ აღარ იქნებიან "ნიჭიერის" ჟიურიში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მალე "ნიჭიერის" ახალი სეზონი დაიწყება. ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებებია. პროექტში წელს აღარ იქნებიან "ნიჭიერის" უცვლელი ჟიურის წევრი ია ფარულავა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რეჟისორი ლევან წულაძე. რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, წელს მაყურებელი "ნიჭიერის" ჟიურიში პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას და ჟურნალისტ ზალიკო უდუმაშვილს იხილავს. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ასევე ნიკა გვარამია და რუსკა მაყაშვილი.

იმის გასარკვევად, რატომ აღარ არიან ჟიურის შემადგენლობაში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა ამბები.გე ჟიურის ყოფილ წევრებს დაუკავშირდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ჟიური თუ არ შეიცვალა, პროექტი დაიძინებს. ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო მაკა ჩიჩუას ნახვა და ძალიან გამეხარდა.

- თქვენი სურვილით აღარ იქნებით "ნიჭიერის" ჟიურიში?
- მე შარშანაც არ ველოდი შემოთავაზებას და გამიკვირდა როცა დამირეკეს. თუ გადავხედავთ "ნიჭიერის" ისტორიას, ორ წელიწადში ერთხელ ჟიური უნდა შეიცვალოს. შარშანაც განიხილებოდა მაკა ჩიჩუა, მაგრამ ბოლო წუთს თქვა უარი და წელს როგორც ჩანს დათანხმდა.

"ნიჭიერის" უცვლელი ჟიური იყო მსახიობი ია ფარულავა, თუმცა ამ სეზონზე ის პროექტში აღარ იქნება. იხილეთ ინტერვიუ ია ფარულავასთან
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS