იმის გასარკვევად, რატომ აღარ არიან ჟიურის შემადგენლობაში ნანუკა ჟორჟოლიანი და ია ფარულავა ამბები.გე ჟიურის ყოფილ წევრებს დაუკავშირდა.
- ჟიური თუ არ შეიცვალა, პროექტი დაიძინებს. ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო მაკა ჩიჩუას ნახვა და ძალიან გამეხარდა.
- თქვენი სურვილით აღარ იქნებით "ნიჭიერის" ჟიურიში?
- მე შარშანაც არ ველოდი შემოთავაზებას და გამიკვირდა როცა დამირეკეს. თუ გადავხედავთ "ნიჭიერის" ისტორიას, ორ წელიწადში ერთხელ ჟიური უნდა შეიცვალოს. შარშანაც განიხილებოდა მაკა ჩიჩუა, მაგრამ ბოლო წუთს თქვა უარი და წელს როგორც ჩანს დათანხმდა.
"ნიჭიერის" უცვლელი ჟიური იყო მსახიობი ია ფარულავა, თუმცა ამ სეზონზე ის პროექტში აღარ იქნება. იხილეთ ინტერვიუ ია ფარულავასთან