"ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია. ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს?
ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს
ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ჩვენი გულისტკივილი არავის ადარდებს. დასკვნები გააკეთეს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმაც და სხვებმაც. აცხადებდნენ, აუცილებლად გამოვიძიებთო. ოთხი წლისთავზე მაინც იქნებ მითხრან, სად არის მათი დაპირებები? თბილისში ჩასვლასაც აზრი არ აქვს. იხილეთ სრულად