26 სექტემბერი, 2016
"ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა. ნანატრი შვილი იყო. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა" - რას ითხოვს ბარბარე რაფალიანცის დედა
ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვს. როგორც ის "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ხოლო გამომძიებელი ერთი და იგივე ფრაზას იმეორებს - ხელჩასაჭიდი არაფერია.

"ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია. ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს?

ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს
იქ ჩასვლას, რეაგირება მაინც არ არის. ახლა რაკი არჩევნები მოდის, ისევ დავურეკეთ ყველას, ვიფიქრეთ, იქნებ ახლა მაინც ეთქვათ რამე ახალი, მაგრამ არა. გამოვიძიებთ, საქმე დახურული არ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, დაიხურება თუ არა, ჩემთვის მთავარი ხომ შედეგია?

ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ჩვენი გულისტკივილი არავის ადარდებს. დასკვნები გააკეთეს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმაც და სხვებმაც. აცხადებდნენ, აუცილებლად გამოვიძიებთო. ოთხი წლისთავზე მაინც იქნებ მითხრან, სად არის მათი დაპირებები? თბილისში ჩასვლასაც აზრი არ აქვს. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS