20 სექტემბერი, 2016
”ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე” - ვის ანდო უფროსი შვილი ხატია სიჭინავამ
ხატია სიჭინავას ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. მისმა უფროსმა შვილმა გაბრიელა ნოზაძემ საბავშვო ბაღიდან სკოლის მოსამზადებელ განყოფილებაში, ე.წ. პრესქულში გადაინაცვლა. ამ ფაქტს თავად ხატია ძალიან ემოციურად შეხვდა და ჯერ კიდევ გუშინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ბავშვობაში, ექსკურსიაზე ან ზეიმის წინ, მთელი მონდომებით ვემზადებოდი. ვნერვიულობდი და განვიცდიდი. დილით ადრე მეღვიძებოდა და წუთებს ვითვლიდი... დღეს იგივე განცდები მაქვს, ჩემი პირველი შვილი ხვალ სკოლაში მიდის. მართალია, ჯერ მოსამზადებელზე ვართ, მაგრამ მისი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და ჩემიც. მინდა
სკოლის დამთავრების მერე ფეისბუქმა შემახსენოს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი დღის წინა ღამე. ყველას ბედნიერ დედობას და წარმატებულ შვილებს გისურვებთ, მეგობრებო!" – წერდა ხატია.

დილით კი ოჯახური ფოტო გაგვიზიარა, სადაც ბავშვი ყვავილებით ხელდამშვენებულ დედ-მამას მიჰყავდა სკოლაში. რასაკვირველია, დავინტერესდით რომელ სკოლაზე შეჩერა ხატიამ არჩევანი, რას მოიცავს მოსამზადებელი ჯგუფი და დავუკავშირდით: იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჭიჭიკია
აუუუ წევიდა ალები და ალები,ჯოჯოხეთის ცეცხლი და ამბები.
16:38 / 30-09-2016
გამოხმაურება / 0 /
18 წლის მერეც ფეისბუქში იჯდება ნეტა? :D
18:38 / 20-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS