04 ოქტომბერი, 2013
ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს
ნინაზე ბევრმა არ იცოდა და არც არასდროს გამჟღავნდებოდა, ჩემთან რომ არ მოსულიყვნენ ადამიანები და არ ეთქვათ, ამ ადამიანს რომ აქებ და ადიდებ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიო სალომე გოგიაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. აქამდე ორსულობაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ავი თვალის ეშინია, თუმცა ამის მიუხედავად, არასდროს ერიდება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და ''ფეისბუქის'' კედლებზე არაერთხელ გვინახავს მისი ღია კონფრონტაცია ალინა არველაძესთან, თიკო სადუნიშვილთან... წინა კვირას ამ სიას ნინა წკრიალაშვილიც დაემატა. სალომე ამ თემაზე საბოლოოდ საუბრობს. ჩვენი რესპონდენტი ადამიანთა
იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ადვილად არაფერს აპატიებენ...

- ჩემი ორსულობის მეხუთე თვე დაიწყო. აქამდე საჯაროდ ვერიდებოდი ლაპარაკს ამ თემაზე, რადგან ძალიან მჯერა ცუდი თვალის არსებობის. ამ ჯანდაბა ინტერნეტსივრცეში ყველაფერი ითქმის და იწერება. ამდენი გამწარებული ხალხი არსად მინახავს. კარგად მყოფი ადამიანების მიმართ ცუდი ემოციები აქვთ და არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვი ყალიბდებოდა, ორსულობაზე ღიად მელაპარაკა. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ ხოლმე, მაგას რა უჭირს, კიდევ გათხოვდებაო და ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ქმარი არავისთვის წამირთმევია და არც არავისი ოჯახი დამინგრევია და ნებისმიერ ქალს შეუძლია, თუ მოინდომებს, გათხოვდეს და ოჯახი ააწყოს. ვხვდები, რომ საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ ღირს. პირდაპირ ჩემთან ასეთი რეპლიკები და კომენტარები არ მოსულა, ასეთ კომენტარებს, ჩემი აზრით, უსაქმურები წერენ. არანორმალური უნდა იყო, ახალნამშობიარებ ან ორსულ ქალზე საზიზღრობები წერო, აი, შორს რომ არ წავიდეთ, რაც ნინი ბადურაშვილს დაემართა. რაიმე ცუდს რომ იტყვი ადამიანზე და ეს გსიამოვნებს, ნორმალურიც არ ხარ. ყველა ცნობილი ადამიანის ინტერვიუს ქვეშ ლანძღვა-გინებაა,  ერთიც ვერ ნახე, ვისზეც კარგი ეწერა რაიმე. საერთოდ, ვინმე თუ უყვართ, მაინტერესებს. გამოიკვეთა, რომ უსაქმური ადამიანების უმეტესობა, დაბოღმილი, შეუმდგარი ხალხი წერს კომენტარებს.
- შენს ორსულობას დავუბრუნდეთ. მესამე შვილს ელოდები, მეუღლესთან, ვახო ნიკოლაიშვილთან ეს პირველი შვილი იქნება...
- სიახლე ისაა, რომ მივხვდი, კაცთან ერთად შეიძლება კომფორტულად იცხოვრო. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დედაქალაქში კაცებიც არსებობენ (იცინის). აღმოვაჩინე ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება ისე იზრუნოს შენს შვილებზე, რომ ნამდვილ მამად იქცეს. მაშკას თავის მამასთან გადასარევი ურთიერთობა აქვს და არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ციბუკა ვახოს შვილია. გადავწყვიტეთ, რომ ციბუკა გახდეს ფეხბურთელი. დღეს ვახო თავისი ინიციატივით ადგა, წავიდა და ციბუკას ყველაფერი შეუძინა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. აღმოვაჩინე ისიც, რომ თურმე ამ ასაკში ყველაზე კარგია ოჯახის შექმნა. სამი წელიწადია, გათხოვილი ვარ, ახლა 30-ის გახლავართ და სულ სხვანაირად ვაფასებ ოჯახურ სითბოს, კომფორტს. დეტალებს, რაზეც ათი წლის წინ ნერვები მომეშლებოდა, ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათმობებზე წავიდე, ბევრი რამ გავატარო. როცა გამოუცდელი ხარ, ბევრ რაღაცაზე ამახვილებ ყურადღებას და მერე იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი...
- მეუღლე ახლა ალბათ განსაკუთრებულად ზრუნავს შენზე...
- ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. არის სიურპრიზებიც, საჩუქრებიც, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, რადგან მგონია, რომ ხალხს ესეც გააღიზიანებს. ყველა ნორმალური ქმარი ორსულ ცოლს გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობს, თუმცა ისე ჩვეულებრივად მიდის ჩემი ორსულობა, პირველ პერიოდს არ ვგულისხმობ, რომ ზოგჯერ გვავიწყდება, ფეხმძიმედ რომ ვარ (იცინის). არ არსებობს, რაიმე დამჭირდეს, მოვითხოვო და ვახომ არ შემისრულოს. როგორც მამა, ისე მივლის. მხოლოდ ქმარი არ არის ჩემთვის. რაიმე თბილი ხომ არ გიყიდოო, იმ დღეს მკითხა. ძალიან ხშირად ყიდულობს ჩასაცმელს. ახლახან სლოვენიაში წავიდა შვილთან ერთად და იქიდან მეკითხებოდა, საორსულო კაბის ყიდვა მინდაო. მირეკავდა და ინტერნეტი რადგან არ იყო, ვერ მაჩვენებდა, რის ყიდვას აპირებდა, ამიტომაც იქ არაფერი უყიდია და აქ შეიძინა. მის გემოვნებას აბსოლუტურად ვენდობი.
- შვილს რომ გააჩენ და წამოიზრდება, სახლში უნდა იჯდე თუ რაიმეს გეგმავ?
- კიდევ ვაპირებ შვილის გაჩენას (იღიმის). ბოლო შანსი მაქვს, რადგან რაც ასაკი გემატება, უფრო მეტად გეზარება კიდევ გაჩენა. თუმცა ამის მიუხედავად, ვფიქრობ სამსახურზეც, რადგან ზოგადად უსაქმურად არასდროს ვარ. გადავწყვიტე, დავიწყო პირადი საქმე, ბიზნესი, რომელიც ჩაცმა-დახურვას უკავშირდება. ამაში ჩემი მეუღლე დამეხმარება. ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთებ ბრენდს, რომელიც ნებისმიერი, საშუალო ფენის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მინდა გადავერთო სხვა საქმეზე, რადგან ვიცი, ტელევიზიით შორს ვერ წავალ. ამ სფეროში არაფერი არ ვითარდება, რაც უნდა გააკეთო, მაინც ნეგატიური გამოხმაურება აქვს.
- პოპულარობა არ მოგაკლდება?
- პოპულარობა ნაკლებად მანერვიულებს. ალბათ ბევრს უთქვამს, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, რომ ეკრანის, კამერებთან მუშაობის ნოსტალგია აქვს და ეს მეც მაკლია. თუკი შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი, მაგრამ მე თავად ამაზე არ დავიწყებ ზრუნვას. ამისი არც ნერვები მაქვს და არც განწყობა. იმდენად მოკლეა ცხოვრება, რაც უფრო გავილამაზებ კარგი ემოციებით, მით უკეთესი იქნება ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის, მეუღლისთვის.
- სალომე, მიზანდასახული, ძლიერი ადამიანი ხარ, ასევე გიყვარს რაღაცების პირში თქმა. ამას ნანობ თუ არა?
- ნებისმიერ ჩემს მეგობარს რომ ჰკითხო, როგორია სალომეო, გეტყვის, რომ მეგობრებს პირში ვეუბნები ყველაფერს. ეს უზრდელობასა და უხეშობაში არ გადადის, მაგრამ რაც არ მომწონს, ყოველთვის ვამბობ. ასევე ვითხოვ პირში თქმას სხვებისგანაც. ჩემს ახლო მეგობრებს ჩემი ოჯახის წევრებისგან ვერ ვანსხვავებ. არანორმალურად მიმაჩნია, როცა ჩუმად ზიხარ და ბევრ რამეზე ფიქრობ, მაგალითად, ''ფეისბუქზე'' კომენტარი რომ დავწერო, იმასთან საქმე გამიფუჭდება და სამსახურს დავკარგავო. ვიღაცას თუ ჩემს კომენტარზე ნერვები ეშლება, ცუდ რეაქციას ველოდები ხოლმე მათგან და ამაზე მხოლოდ მეღიმება.
- მახსოვს შენი დაპირისპირება ალინა არველაძესა და თიკო სადუნიშვილთან. ძალიან ცოტაა შოუბიზნესში ისეთი ადამიანი, რომელსაც ასეთი დაპირისპირებები საჯაროდ გამოაქვს. რატომ აკეთებ ამას?
- ნაფიქრი და გათვლილი ეს ყველაფერი არ მაქვს, იმ ემოციას გამოვხატავ, რაც მიჩნდება ხოლმე. ალინასთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგან ვიცოდი, რომ თუ გავბრაზდებოდი, მასზე ბევრი რამის თქმა შემეძლო. გიორგი არველაძემ დაწერა პოსტი ციხის კადრების გავრცელების შემდეგ. მას დიდი ხანია ვიცნობ და მის პოსტზე გავაკეთე კომენტარი. ამ უბედურებაზე ღადაობა არ მომეწონა და როგორც ''ფეისბუქის'' მეგობარმა, კომენტარი დავუწერე. ამას მოჰყვა ალინა არველაძის პროვოკაციული, გოიმური და დაბალი დონის პასუხები. ჩემთვის მდაბიოა ასეთი რამ, რადგან ვახოს ვინმემ რაიმე რომ მისწეროს, იქ ჩემი ჩარევა არ გახდება საჭირო. კაცმა თავისი საქმე თვითონ უნდა მოაგვაროს და ჩემი გამოხტომა და ვახოს დაცვა არ გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში კი ალინა გამოხტა, რადგან, როგორც ჩანს, გიორგიმ გადააბარა ჩემთვის პასუხის გაცემა. ისეთი რაღაცები დამიწერა, რასაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. როცა ალინა მიხვდა, რომ ვეღარ ქაჩავდა, თიკო დაეხმარა, მერე მასაც დაეხმარა კიდევ ერთი მეგობარი. ალბათ ზოგისთვის ეს საინტერესოც არ იყო, მაგრამ იმ მომენტში არავისზე მიფიქრია. ჩემს გვერდზე ხდებოდა ეს ყველაფერი და უნდა წაეკითხათ ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს. გამოვიდა, რომ სკანდალური ვარ და ყველაფერს ვწერ, ძალიან ვაქტიურობ, მაგრამ მგონია, რომ ''ფეისბუქი'' პოზიციის დასაფიქსირებლადაც არსებობს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაწერო, სად და ვისთან ერთად სვამ ყავას.
- შენი პირადი ამბებიც კი გამოამზეურე. ნინა წკრიალაშვილისა და შენი ყოფილი ქმრის ფარულ ურთიერთობაზე ახლა რატომ დაწერე?
- ჩემთვის სასაცილო არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცებს მალავენ, რადგან მაინც ყველამ ყველაფერი იცის. ნინაზე ბევრმა არ იცოდა და არც არასდროს გამჟღავნდებოდა, ჩემთან რომ არ მოსულიყვნენ ადამიანები და არ ეთქვათ, ამ ადამიანს რომ აქებ და ადიდებ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიო. პირველად ჩამომივარდა ყბა. ნინა არც ჩემი ნათესავი ყოფილა და არც ბავშვობის დაქალი, მაგრამ კარგი ნაცნობი იყო, რომელთან ერთადაც ვყოფილვარ ბათუმში. იქიდან რომ ჩამოვედი, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ვამბობდი, ნინაზე ცუდი არავინ თქვას, თორემ თვალებს ამოგთხრით-მეთქი. აი, ასე გადაფოფინებული ვიყავი და უცბად გავიგე, რომ ჩემს ყოფილ ქმართან დადიოდა იტალიაში. დიდი ხანია, ეს ამბავი გავიგე, მაგრამ არ მითქვამს, რადგან ქმარი ჰყავდა, ძალიან კარგი ბიჭი. ახლაც არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ეტყობა, ემოციამ წამძლია, რადგან მისი თამაშით დავიღალე. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოხდა, შეიძლება, არ უნდა დამეწერა, მაგრამ ასე მოხდა. ამას მოჰყვა ნინას მხრიდან მუქარა, ვიცი, როგორ გაჰყვა ვახოს და ვიტყვიო. ჯადოებს არ ვხარშავ და თქვას, რით მოვიპოვე ვახოს სიყვარული. არაფერი დაფარულად არ გამიკეთებია და ჩვენი ურთიერთობა ვახოს ინიციატივით დაიწყო. მე უკან მოხედვის არ მეშინია, ვახომ კი ჩემი წარსულიდან ყველაფერი იცის და მისთვის არაფერი სიურპრიზი არ იქნება. მუქარა ძალიან ცუდი ტონია, რაზეც შეიძლება, ძალიან ცუდი რეაქცია მქონდეს. მე არასდროს არავის ვემუქრები. ძალიან ვარ ნაწყენი ნინაზე. მიუხედავად ყველაფრისა, მართლა გულით ვუსურვებ წარმატებას. თავისი თავი ვერ იპოვა ცხოვრებაში... ამ თემაზე საუბარს ვამთავრებ.
- ადვილად პატიება, როგორც ჩანს, არ შეგიძლია.
- გააჩნია წყენას, უშეცდომო არავინაა, ჩემი ჩათვლით. ძალიან მიჭირს ბოდიშის მოხდა, მაგრამ თუ მივხვდი, რომ დამნაშავე ვარ, ამ ნაბიჯს ვდგამ. ამის არ მრცხვენია. თუკი ადამიანი ბოდიშს გიხდის, უნდა აპატიო, მაგრამ არის წყენა, რომელსაც გული ვერ დაივიწყებს. დამიკარგავს რამდენიმე ადამიანი და ზუსტად შემიძლია გითხრა, რატომ. ასეთი ხასიათი მაქვს და მართალია, ადვილად არ მავიწყდება.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მაციკო
ფეხმძიმე ქალს ეპატიება ყველაფერი.მასზე არ არის დამოკიდებული ახირება თუ რამის სურვილი.ორსულობაში შუა ზამთაში ატამი მომინდა და რომ ვერ იშოვეს.კომპოტი მომიტანეს.სალომეს კიდე მეორე ქმარი მოსდომებია........ვაიიიიი....სირცხვილო
18:57 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სჯჰუყ
ქაჯი ხარ ჩემო სალომეეეეეეე....და ნუ დებ თავს "სვეწკობაზე" ძალიან გთხოვ...ის რომ არმანი,ბარბერი,შოპარდი და გუჩი გაცვია არ ნიშნავს რო "დონე" ხარ!!!შინაგანი კულტურა გაკლია...დაგვანებეთ თავი ამ სალომეთი რამე უფო საინტერესო თემები შემოგვთავაზეთ
13:42 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
მე მომწონს ეს გოგო და ვერ ვხვდები რა შურთ. მართლა და მართლა თუ არავის წაართვა ის ქმრები, ძაანაც კაი გოგო ყოფილა თუ ყველას ასე უყვარდება და ხელს თხოვენ. სამი შვილი ჰყავს და მეოთხეზე ფიქრობს. ნეტა ბევრს იცნობთ ასეთს???? ნინაც კარგი ადამიანია ჩემს თვალში, თავისი ადამიანური სისუსტეებით. ისიც იმსახურებს ბედნიერებას. ძალიან შემეცოდა ქმარი რომ დაეღუპა. იმედია, ყველას კარგად ექნება ყველაფერი. გუდ ლაქ :)
13:01 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ეგოისტი ხარ
15:53 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ უყურე შენ!
უიუი, რას ქვია მ,ის ყოფილს სალომეს და მამაისისი ქონება წაურტმევია! ამ მიგერ ა ქალს ვინ უნდა წაარტვას ტუნდაც კაპიკი! რას ქვია ან კი წაარტვა? სასამრტლო არარ არსებობს?! წაარტვა კი არა ნაჯახიტ გადავიხსნიდი ტავს! უყურე ერტი! დაიჭირონ მერე! ბნელა?! ტუ სიმარტლეა ეს რატომ არ დაიჭერენ სხვისი ქონების მიტვისება რა არ ისჯება კანონიტ?! ხდოა მაში ყოფილა ამის საქმე! დიახ! და მე უარესად მოვქცედოი და ტქვენც! მიწიდან ამოვტხრიდი იმ ნაზრილა კაცს და ტავს გავუპობდი! მიდი სალო, სენს გვერდიტ ვარ! არ გაახარო ეგ გატახსირებული ქურდი მამაძაღლი კაცი!ნაძირალა!რას ქვია წაარტვა? როგორ უნდა წაგარტვას ვერ გავიგე, ამიხსენიტ, როგორ გავბრაზდი!
12:03 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS