17 სექტემბერი, 2016
რატომ იზიდავს იდუმალება ანი ბებიას -"მე და ჩემი მეუღლე დღემდე, სულ ვფლირტაობთ"
"მოსწონს პარტნიორი, რომელიც მისთვის გამოცანად რჩება. ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. რაც მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე და მეტია იდუმალება, მისთვის უკეთესია. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს. მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია, ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება. მოსწონს ფლირტი", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მსახიობ ანი ბებიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის ძალიან მჯერა. სამწუხაროდ, პირადი ჰოროსკოპი დღემდე არ
შემიდგენია. ჩემს ზოდიაქოს ნიშანზე რაც კი წამიკითხავს, ჩემს ხასიათს თითქმის ყველაფერი ემთხვევა. 2016 ჩემი წელია, ყველა მაიმუნს გვიმართლებს.

- "მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ".

- კი, ასეა. ხასიათი ელვის სისწრაფით მეცვლება. ადრე ეს თვისება ჩემში მეტად იყო გამოკვეთილი და ნაბიჯებს დაუფიქრებლად ვდგამდი, დღეს კი მეტს ვფიქრობ.

- საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება გიყვარს?

- უმეტესწილად თავს ვიკავებ. ვერიდები, რადგან მგონია, რომ საპირისპირო აზრის დაფიქსირებას აზრი არა აქვს.

- გაინტერესებს, რას ფიქრობს შენზე საზოგადოება?

- პროფესიული კუთხით, რა თქმა უნდა, მაინტერესებს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარე ხარ.

- (იცინის) მართლა ასეა, ყველაფერი მაინტერესებს. ზოგჯერ კითხვებს ისეთ დეტალებზე ვსვამ, მეგობრები გიჟდებიან, - ეს რაში გაინტერესებსო?

- "მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება".

- რა, ასე არ არის? იმასაც ვაცნობიერებ, რომ ვერასდროს ამოვხსნი.

- როგორ ფიქრობ, სიღრმეებში ძიებით ადამიანები ცხოვრებას ირთულებენ?

- კი. ზოგჯერ მეც მაქვს სურვილი, დეტალებს აღარ ჩავუღრმავდე, ფიქრი მღლის. ბევრ რამეს სხვაგვარად ვუყურებ და ამიტომ ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS