- ასტროლოგიის ძალიან მჯერა. სამწუხაროდ, პირადი ჰოროსკოპი დღემდე არ
- "მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ".
- კი, ასეა. ხასიათი ელვის სისწრაფით მეცვლება. ადრე ეს თვისება ჩემში მეტად იყო გამოკვეთილი და ნაბიჯებს დაუფიქრებლად ვდგამდი, დღეს კი მეტს ვფიქრობ.
- საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება გიყვარს?
- უმეტესწილად თავს ვიკავებ. ვერიდები, რადგან მგონია, რომ საპირისპირო აზრის დაფიქსირებას აზრი არა აქვს.
- გაინტერესებს, რას ფიქრობს შენზე საზოგადოება?
- პროფესიული კუთხით, რა თქმა უნდა, მაინტერესებს.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარე ხარ.
- (იცინის) მართლა ასეა, ყველაფერი მაინტერესებს. ზოგჯერ კითხვებს ისეთ დეტალებზე ვსვამ, მეგობრები გიჟდებიან, - ეს რაში გაინტერესებსო?
- "მისი აზრით, მთელი ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება".
- რა, ასე არ არის? იმასაც ვაცნობიერებ, რომ ვერასდროს ამოვხსნი.
- როგორ ფიქრობ, სიღრმეებში ძიებით ადამიანები ცხოვრებას ირთულებენ?
- კი. ზოგჯერ მეც მაქვს სურვილი, დეტალებს აღარ ჩავუღრმავდე, ფიქრი მღლის. ბევრ რამეს სხვაგვარად ვუყურებ და ამიტომ ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. იხილეთ სრულად