2009 წელს საქართველოში ისევ აქტიურად დაიწყო მონარქიის აღდგენაზე საუბარი. მიზეზი კი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ჯვრისწერა გახლდათ. ამ წყვილის შესახებ ბევრს აღარ მოგიყვებით, რადგან მათი ქორწინების შემდგომი სკანდალები ცნობილია.
ჯვრისწერიდან მალე დავითი და ანა ერთმანეთს დაშორდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანა მონასტერში წავიდა, თუმცა წყვილი შერიგდა და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.
ანას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს და წელიწად-ნახევრის დაშორებული იყო მეუღლეს, როდესაც
მართალია, საქართველოდან შორს ყოფნა არჩიეს, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. შერიგებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ანა მემკვიდრეს ელოდა. 2011 წლის 27 სექტემბერს მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა.
სამეფო წყვილი საიდუმლო ცხოვრებას დღემდე აგრძელებს, მაგრამ სოციალურ ქსელში პერიოდულად ჩნდება პატარა გიორგის ფოტოები. ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში ბავშვის კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა.
''გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი ბიძასთან ერთად'' - ასე იყო დასათაურებული ფოტო, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა.
ცნობილია, რომ ანას ერთი და ჰყავს, ბიძა კი დავითის უმცროსი ძმა, უგო (გურამ) ბაგრატიონ-მუხრანელი აღმოჩნდა.
რატომ არაფერი ვიცოდით აქამდე უგოს შესახებ და რატომ არის მასზე მწირი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში, ეს არ გაგვკვირვებია, რადგან სანამ დავითი ანაზე ჯვარს დაიწერდა, მის შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა თითქმის არაფერი იცოდა.
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა. მათ შორის იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ძე ირაკლი. ირაკლის შვილი გახლავთ გიორგი, ანუ ხორხე, რომელიც იტალიაში დაიბადა. მისი დედა გრაფის ქალიშვილი, მარი ანტუანეტ პასკუინი გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. ხორხეს მამისგან საქართველოს სამეფო კარის თავკაცობა გადაეცა. ის გახლდათ ავტომოყვარული და ორჯერ ''ფორმულა 1'' -შიც სცადა მოხვედრა.
ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელმა პირველად მარია დე ლონზე იქორწინა. პირველი ქორწინებიდან დარჩა სამი შვილი: დავითი, ირაკლი და მარია ანტუანეტა. ხორხეს მეორე მეუღლე გახდა ნურია ლოპეს ი ოლიარტეზე და 1985 წლის 14 თებერვალს სწორედ მასთან შეეძინა მეოთხე შვილი - უგო (გურამ) ბაგრატიონი.
ხორხე სამშობლოს პირველად 1995 წელს ესტუმრა და მამის ნეშტი ქართულ მიწას მიაბარა. უკანასკნელი სტუმრობის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.
მართალია, დავითის და-ძმებზე ჩვენთვის ძალიან ცოტაა ცნობილი, მაგრამ დავითის ქორწილის ფოტოებზე უგო ხშირად ჩანს. თუმცა ინტერნეტში მოვიპოვეთ ფოტოები, სადაც უგო სხვადასხვა ასაკში საქართველოში სტუმრობის დროს არის აღბეჭდილი.
მის შესახებ ცნობილია, რომ განათლება ლონდონში, ევროპის ბიზნესსკოლაში მიიღო. სამეფო გვარის სიმპათიური წარმომადგენელი ჯერჯერობით დაოჯახებული არ არის. მისი ფოტოებიდან ჩანს, რომ ფოტოსესიების მოყვარულია.
უცხოურ ფორუმებს თუ გადაავლებთ თვალს, სადაც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის მონარქების შესახებ წერენ და მათ ფოტოებს აქვეყნებენ, ქალბატონებში უგო ძალიან პოპულარულია.
მოამზადა სალომე დადიანმა
ჟურნალი ''რეიტინგი''