კომფორტული და სადა ფერებში გადაწყვეტილი მისაღებიდან გასაწევი კარით გადიხართ სასადილო ოთახში, რომელიც სამზარეულოსთან არის შერწყმული და როგორც თეონა ამბობს, იქ მასპინძლობს ხოლმე მეგობრებს.
მისაღებიდან გადიხართ ასევე ლამაზ აივანზე, რომელიც კომფორტული მოსასვენებელი ადგილია.
აბაზანაში ყველაზე შთამბეჭდავი ჩექმების ფორმის ქოთნებია - ამ ჩექმებს ნაპოლეონის ჩექმების
თეონას და რეზის საძინებელს თეონას საგარდერობე ოთახი ერწყმის. ასევეა ბავშვების ოთახი, რომელსაც თავისი საგარდერობე სივრცე აქვს.
სახლის ინტერიერში ძირითადად თეთრი, კრემისფერი, ღია ფერები ჭარბობს. ასევე დახვეწილი და ერთმანეთთან შეხამებულია ჭურჭელი. სახლი მნახველზეც დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს. იხილეთ ფოტოები