29 სექტემბერი, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშე
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ ვიჯექი, ჰოლივუდი, პრიმა, მეგა დამისვეს გვერდზე და მეორე დღეს მაინც ყველა ჩემს ვარცხნილობაზე ლაპარაკობდა. მსგავსი ტრიუკები რომ ვაკეთო, ვერავინ მომიგებს რეიტინგში 25 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანი სეზონს დანგრეული სტუდიიდან ხსნის. ეთერში ვნახავთ სტუდიის რემონტს, მუშებს, სტუმრებს სარემონტო ხელსაწყოებით და პირადი ამბებით, ნანუკას ლაკო ბუკიას მაისურით. როგორც გავარკვიეთ, ამ სეზონზე სწორედ ეს დიზაინერი ჩააცმევს ტელეწამყვანს. ჟურნალისტმა ინტერვიუში იხუმრა, თუ გადაცემის თემა შემომაკლდა, უცნაურ ჩაცმულობასაც მოვიშველიებო.

- ნანუკა, შვებულება როგორ გამოიყენე?
- მინდოდა, მარიამსა და
საბაზე თანაბრად გადამენაწილებინა ჩემი დასვენების დღეები, თუმცა ისე გამოვიდა, რომ უფრო მეტი დრო მარიამსა და ირაკლის დავუთმე. მარიამს ფრენის ეშინია, მოკლე რეისებზე ძლივს დაფრინავს, ამიტომ ჩავფრინდით ვენაში და შევეცადე, მარიამისთვის ახლო ქალაქები მანქანით მენახვებინა. ალბათ იშვიათად მომეცემა საშუალება, მასთან ერთად ვნახო პრაღა, გერმანიის პატარა ქალაქები, შვეიცარიაშიც ვიყავით.
- მეგონა, ირაკლისთან მარტო წახვიდოდი.
- რატომ?
- დიდი ხანი იყავით ცალ-ცალკე...
- არც ისე, თვეში ორჯერ მაინც ვნახულობთ ერთმანეთს.
- სწორედ იმ პერიოდში, როცა შენ ირაკლისთან იყავი, თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა, რომ ქმარს დაშორდი...
- მერამდენედ? არჩევნების მერე რამდენჯერმე გავრცელდა ეს ჭორი. მე ვიცი ერთი გოგო, ვის გამოც თურმე ირაკლის დავშორდი, მეორე გოგოც ვიცი, რომელსაც ასევე დააბრალეს ჩვენი დაშორება. მგონია, რომ ყველაფერს ვადა გასდის. ეს ყველაფერი არტილერიას მაგონებს, რომ აღარ დაამთავრეს სიცილი ამ თემაზე, იმდენჯერ გაავრცელეს ეს ჭორი... ხომ იცი, მგელი მგელიო, და მგონი, მართლა დავშორდები, თუ თავს არ დამანებებენ (იცინის).
- შენ და ირაკლიმ როგორ გაატარეთ ეს ზაფხული?
- 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კარგია, როცა გენატრება, უნდა გაეპრანჭო. ოჯახურად გავატარეთ დრო, ტურისტულად, ქალაქების, მუზეუმების, ისტორიული ადგილების დათვალიერებით. ეს არ იყო მოგზაურობა- შოპინგი, ამ დღეებს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა.
- ირაკლი არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას?
- ალბათ ჯერ არ დადგა ამის დრო. რომ ჩამოვიდეს, რა გააკეთოს?! ის არ დაკავდება ბიზნესით.
- ასე შორიშორს ყოფნა არ გიჭირთ?
- არა. ჩვენი პირადი ურთიერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც წაგვეხმარა კიდეც.
- რას გულისხმობ?
- ჩვენს ცხოვრებაში შეჩვევის პერიოდი რომ იწყებოდა, ახალი ტემპერამენტული დრო დადგა. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რაღაცებს ეჩვევი, ინერციით აკეთებ იმას, რაც მას მოსწონს, ზოგი სადილს უმზადებს, ზოგი პერანგს უუთოებს, გააჩნია, ვის როგორი ცოლქმრობა აქვს.
- ცუდ სიტუაციაში მაინც არ უნდა იყო, გყავს ქმარი, რომელზეც ამ ეტაპზე არ ზრუნავ...
- თუ ზრუნვას დავარქმევთ კლასიკური გაგებით ზრუნვას, პერანგის დაუთოებას, სადილის მომზადებას, ასე არც არასდროს ვზრუნავდი. მე და ირაკლის ასეთი ცოლქმრობა არც გვქონია. მას მოსწონდა ისეთი ნანუკა, როგორიც ახლა ვარ. თუ მინუს ათი კილო ვიქნები, სულ გაგიჟდება სიხარულისგან (იღიმება).
- მინუს 10 კილოგრამზე გამახსენდა, მთელი ზაფხულია დიეტას იცავ. რამდენი კილო დაიკელი და როგორ ხარ?
- ენის ქვეშ „კორსიზით“ დავდივარ. თუმცა, არა მგონია, ეს შიმშილის ბრალი იყოს. მეც ხომ მაქვს გული, ჩემი გულიც ფრიალებს (იცინის). „რუსთავი 2“ -ში მოსვლიდან 16 კილოგრამი დავიკელი და გავჩერდი, მეტს ვეღარ ვიკლებ. 2 კგ მოვიმატე.
- წინა სეზონის ერთ-ერთ გახმაურებულ გადაცემაზე მინდა გკითხო, რომელშიც პრეზიდენტს უმასპინძლე. არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ამბობდნენ, ნანუკამ მიშას ცხრაწლიანი მმართველობა „გაუპრავაო“ .
- ჩემს გადაცემაში ნეგატიურად არავისზე არაფერი კეთდება. პრეცედენტს ვერ დამისახელებთ, თუ არ ჩავთვლით ფადი ასლის, ისიც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ამიტომ მიყვარს ჩემი გადაცემა, ყველაში პოზიტივს ვეძებ. თუ ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში მონაწილეობაზე დამთანხმდება, მასაც ასეთივე გადაცემას გავუკეთებ.
- როგორი მასპინძელია პრეზიდენტი?
- ძალიან მაგარი რესპონდენტია. ზუსტად იცის, როგორ დადგას შოუ. ზუსტად იცის, სად მოჭრი კადრს, რას დაამონტაჟებ. ერთი და იგივე კითხვა პირადზე 6-ჯერ დავუსვი, ყოველ ჯერზე შენობებზე იწყებდა ლაპარაკს. რომ არ მოვეშვი, მიხვდა, ამ კითხვას აუცილებლად ჩავსვამდი გადაცემაში.
- რომელ კითხვას?
- მესამე შვილზე თუ ფიქრობ-მეთქი... ძალიან ვეცადე, ყველაფერი ჩამესვა გადაცემაში, „პეტლიჩკის“ გაკეთებაც კი დავტოვე.
- მინდა გკითხო მაია ასათიანის გადაცემაში სტუმრობაზე, როგორი იყო თქვენი შეხვედრა?
- დაძაბული. გადაცემის ჩაწერამდე ორი კვირით ადრე დამირეკა, შევხვდით ერთმანეთს. დავთანხმდი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაია უკვე იყო ჩემს გადაცემაში, მეორეც - მაია ახალი გამოწვევის წინაშე დგას, მის გადაცემას „ცეკვავენ ვარსკვლავები“ „აზის“ , რაც რთული სატელევიზიო სეზონის წინაპირობაა და ჩემი მხრიდან ძალიან არაკორპორატიული იქნებოდა უარის თქმა. მივხვდი, რომ სეზონის დაწყება უნდოდა ხმაურით და თუ ამაში მეც შემეძლო მონაწილეობის მიღება, პოზას ვერ დავიჭერდი. არ გვქონია წინასწარი შეთანხმება, რაზე ვილაპარაკებდი და რაზე - არა. მე დავეხმარე მაიას იმ გაგებით, რომ ვუთხარი, თუ გინდა, ჩემს ძმაზე მკითხო, მკითხე, ნუ მილამაზებ, არტილერიაზეც მკითხე, არ არის პრობლემა-მეთქი. მე ხომ ზუსტად ვიცი, რას ვკითხავდი ნანუკა ჟორჟოლიანს, ჩემს გადაცემაში რომ მყოლოდა!..
- რას ჰკითხავდი, შენი „სატოპკე“ კითხვა რა იქნებოდა?
- (ფიქრობს) რატომ არ გაჰყევი ქმარს საზღვარგარეთ, რატომ დარჩი და აკეთებ აქ გადაცემას?
- პასუხი ხომ ძალიან მარტივია, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო, ხშირად გითქვამს...
- მერე ქმარი? მაგით ვაღიარებდი, რომ ჩემი საქმე უფრო მიყვარს, ვიდრე ქმარი.
- ახლა ხომ ორივე გაქვს...
- არა, არჩევანი მაინც არჩევანია.
- რისი თქმა გინდა, არჩევანი სამსახურის სასარგებლოდ გააკეთე?
- არა, ნანუკა ჟორჟოლიანის სასარგებლოდ.
- ე.ი. საკუთარი თავი უფრო გიყვარს, ვიდრე ირაკლი კოდუა?
- ნანუკა ჟორჟოლიანი ამ საქმის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მოკლედ, ამას ვკითხავდი მე ნანუკას... სხვათა შორის, ჩემი გადაცემის დაგეგმვის დღეს გავიგე, რომ მაიას გადაცემაში ნინი ბადურაშვილი ჰყავდა, მაგრამ ძალიან პატიოსნად მოვიქეცი, ადამიანურად. ერთი სული მქონდა, ჩემს პროდიუსერებს როდის ვუსაყვედურებდი, ჩვენ რატომ ვერ მოვახერხეთ ნინის მოყვანა-მეთქი, მაგრამ... ჩავთვალე, რომ რესპონდენტი ვიყავი და იქიდან ამბების ჩემი გადაცემისთვის გამოყენება არ იქნებოდა მართებული. სისხლი გადაგისხესო, ჩემი პროდიუსერი მეკითხებოდა? სამართლიანად ვითამაშე, თამაშის წესი არც მე დამირღვევია და არც მას.
- მაგრამ დაძაბულობა იყო მაინცო, მითხარი...
- კი, იყო. მაიამ რომ გაიგო, გადაცემის ჩაწერის წინა დღეებში დუბაიში მივდიოდი, მკითხა, ხომ ნამდვილად ჩამოხვალო. მივხვდი, ბოლომდე არ მენდობოდა (იცინის). რომ დავთანხმდი, მერე დავიწყე ფიქრი, სწორად მოვიქეცი თუ არა. გადავწყვიტე, მეჩვენებინა სხვა რესპონდენტებისთვის, როგორი უნდა იყოს რესპონდენტი. შემიძლია დავიფიცო, რომ ასეთი გულწრფელი ინტერვიუ მე ჩემს გადაცემაში არ მქონია. შეიძლება, ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩემს კონკურენტს, ჩემი წყალობით, ყველაზე მაგარი ინტერვიუ ჰქონდა. გადავწყვიტე, გულწრფელი ვყოფილიყავი. მივედი აკადემიური, კლასიკური, „კურიერსა“ და „ნატოს საინფორმაციო ცენტრს“ შორის ნანუკა ვიყავი. ქუსლითა და თამამი დეკოლტეთი მივედი, რაც ძალიან იშვიათია ჩემთვის.
- როგორი ჟურნალისტია მაია?
- სხვადასხვანაირები ვართ. მე არ ვარ ჩვეულებრივი რესპონდენტი, ამიტომ ვერ გავთვლი. მე ვეხმარებოდი მაიას ინტერვიუს წარმართვაში, ამისთვის მან მადლობაც გადამიხადა „ვანოს შოუში“ , მისთვის არ ვიყავი რესპონდენტი, რომელსაც უნდა ამოქაჩო სიტყვები. დაძაბულები ვიყავით ორივე. არ ვიცი, ამის თქმა რამდენად შეიძლება, მაგრამ სულ სველი ვიყავი, რომ ავდექი სავარძლიდან, და ისიც. ძალიან ვინერვიულე, იმიტომ რომ შეულამაზებლად მოვყევი ყველაფერს, ისე არა, რომ ყველას მოვწონებოდი, მაყურებელი არ მომიტყუებია. მაგალითად, როცა ვთქვი, რომ მეც მინდოდა, ოცი წლის ასაკში თეთრი კაბა ჩამეცვა და ირაკლი კოდუაზე დამეწერა ჯვარი-მეთქი, ყველას არ ესიამოვნებოდა ამის მოსმენა...
- 25 სექტემბერს სეზონს ხსნი, რით იწყებ?
- უბედურებით. დანგრეული სტუდიით, ეთერში ვაკეთებ რემონტს, ოღონდ ფორმალურად კი არა, მართლა ვაკეთებ რემონტს. ხელოსნები დადიან სტუდიაში და ღებავენ „შპაკლიან“ კედლებს, სადაც სტუმრები შემომყავს. პირველი გადაცემა იქნება იმ თემებზე, რაც ამ ზაფხულს იყო ყველაზე ცხელი, ეწერა სხვადასხვა ჟურნალში, მათ შორის თქვენთანაც. იქნება ბევრი ჭორი. შორენა ბეგაშვილი მეყოლება თავისი ამბებით, ინგა გრიგოლია.
- თან ამუშავებ სტუმრებს?
- აბა, რა, კრისტი ყიფშიძემ ყველაზე ბევრი იმუშავა „გაშპაკვლაზე“ .
ჭორები დარჩება გადაცემაში, თემები იქნება განსხვავებული. მიშას ტიპის გადაცემას გავაკეთებ ტრადიციულს. ვისგანაც პირობა მივიღე, ეს არის ქალაქის მერი გიგი უგულავა. ჩემი მეგობარია და ამის მიუხედავად, მისი დათანხმება გამიჭირდა. ერთი წელია ვეხვეწები.
- იმ სკანდალურ ფოტოებზე ჰკითხავ?
- არ ვიცი, შეიძლება... პრინციპში, ჩემი გადაცემის ფორმატში ჯდება. მესმის, რომ ქალაქის მერი ამ მდგომარეობაში ცუდი სანახავია, მაგრამ ეს არ გაუკვირდებოდათ საფრანგეთში. ბიძინა ივანიშვილთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ბერასთან, მითხრეს, რომ ფიქრის ეტაპია. მინდა, გიგა ბოკერიას ვუმასპინძლო, ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილს, კახი კალაძეს. ყველასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ვნახოთ... გადაცემაში დარჩება ბლიციც. სტუდიაში მექნება კამათიც. მაგალითად, იკამათებენ ყოფილი დედამთილი და რძალი, ან ახლანდელი დედამთილი და რძალი, რომელიც დედამთილს არ მოსწონს. სიმღერის პრემიერის რუბრიკაზე ვფიქრობდით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უნდა დავტოვოთ. კონცერტები მართლა აღარ ტარდება, სადღაც ხომ უნდა იმღეროს ამ ხალხმა?!
- მარიამ გეგუჩაძე დარჩება გადაცემაში?
- „უმა ტურმანი“ და მსგავსი ვიღაცები რომ ჩამოვლენ, იმათ გადაიღებს. თავის სეგმენტში იმუშავებს საჭიროებისამებრ.
- შეიცვლი თუ არა იმიჯს?
- ჰო, ვიღაცები მაქილიკებენ, ვიღაცები მბაძავენ (იცინის)... ჩაცმის სტილი იქნება ჩემებური, იგივე, სხვადასხვანაირი. რომ შევატყობ, თემა შემომაკლდა, რაღაც უცნაურს ჩავიცვამ (იცინის). „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ ვიჯექი, ჰოლივუდი, პრიმა, მეგა დამისვეს გვერდზე და მეორე დღეს მაინც ყველა ჩემს ვარცხნილობაზე ლაპარაკობდა. მსგავსი ტრიუკები რომ ვაკეთო, ვერავინ მომიგებს რეიტინგში.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი  „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
102010
რა გაღელვებთ,ფულიანი ქმარი,რომ იშოვა??? დიახ შნო ქონდა და გადახტა....
18:22 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნანუკა ყველაზე მაგარ შოუს აკეთებ.უკონკურენტო ხარ. ყველაზე რეიტინგული გადაცემა გაქვს.ერთი სული მაქვს როდის მოვა ოთხშაბათი დღე შენ რო გიყურო.
20:49 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
უნიჭო
ასეთი უნიჭო ქალი წამყვანი,თანაც ლაპარაკის ტემბრი,მანერები კუხარკა დედაკაცის აქვს ნეტა ვინ მოახვედრა ტელევიზორში??????
10:14 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსია
ნანუკა მაგარი ხარ როგორც დედა, როგორც ქალი, როგორც გადაცემის ავტორი და წამყვანი. მაგარი ხარ მაგარიიიიიიიი
21:26 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ზაან მაგარი ხარ ნანუკა ვინც სჰენზე ცუდს ამბობს იცოდე სჰურით სკდებიან კველას უკვარხარ მე სჰენზე ვგიჯდები ზაან მიკვარხარ ხარ1 და განუმეორებელი/
21:03 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკო
ცარმატებები ნანუკას მაგარი ქალი ...გასკდით გულზე..სხვისი ცხოვრებას კიარა ტქვენსას მიხედეთ თქვე უბედურებოო..
19:43 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
ისე სიმართლე ილაპარაკა პროფილში ნანუკამ რომ არაფერი გაეგებოდა კარგი ხაჭაპურის ცხობის გარდა.ახლაც ასეა,შეინისნება მაშინვე რომ მაგ ქალმა ასი უმაღლესი რომ დაამთავროს განათლებული და ჟურნალისტი ვე იქნება.არა სეჯდა მწყერი ხესა...
19:25 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დატო
როდემდე უნდა ვიკიტხოტ ტუ უსმინოტ ამ სისულელეებს?ვისი რა საქმეა ეს ქალი ვის ლოგინში წევს?უნდატ ერტმანეტი და არიან ერტად,რაც მტავარია არ მალავენ როგორც საქარტველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პატიოსნებაზე რომ დებს ტავს და დაქალ-ძმაკაცის მეორე ნახევრებს საყვარლობენ.ღმერტმა ხელი მოუმარტოტ და გაიგეტ რომ ცხოვრება იმდენად წამიერია რომ არ ღირს ნანუკას ლოგინზე ფიქრად,ჯობია საკუტარზე იზრუნოტ და "სუფტა" ტეტრეულში სუფტა ნამუსიტ იწვეტ.
18:45 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს ქალი ხო არ დაიღალა თავისი ცხოვრების მტკიცებით რა. რა ენერგია აქვს პირდაპირ ვგიჟდები
17:38 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქალი
ასეა თუ ისეა ირაკლიმ ნანუკა ცოლად შეირთო და საერთო შვილიც ჰყავთ.გინდ მოიწონეთ გინდ არა ფაქტი სახეზეა.
16:32 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS