19 აგვისტო, 2016
ნიკა წულუკიძის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ოჯახური რელიკვია
თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ნი­კა წუ­ლუ­კი­ძე ოთხო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში მე­უღ­ლე თეკ­ლა კოს­ტა­ვა­სა და 2 წლის ქა­ლიშ­ვილ სე­სი­ლი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს... ულა­მა­ზეს ჭრელ, სა­ზაფხუ­ლო კა­ბა­ში გა­მოწყო­ბილ­მა სე­სი­ლი­ამ მშობ­ლებ­თან ერ­თად გვი­მას­პინ­ძ­ლა, მათ გვერ­დით, თა­ვის პა­ტა­რა სკამ­ზე მო­კა­ლათ­და და "ში­ნის­თ­ვის" ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღო...

- ეს ბი­ნა დი­დი ხა­ნია გვაქვს და რო­ცა ოჯა­ხის შექ­მ­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­რე­მონ­ტე და მო­ვაწყ­ვე. დი­ზა­ი­ნე­რი არ მყო­ლია. სა­ერ­თოდ, რეტ­რო სტი­ლი მიყ­ვარს. ჩემ­თ­ვის სახ­ლი სიწყ­ნა­რე­სა და სიმ­შ­ვი­დეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც კედ­ლე­ბი სა­
დაა, მაქვს ბევ­რი ნა­ხა­ტი, რომ­ლე­ბიც კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით მავ­სებს. ავე­ჯიც ჩე­მი არ­ჩე­უ­ლია. ხის სა­ვარ­ძ­ლე­ბი და ვინ­ტა­ჟის სტილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კა­რა­და ბორ­ჯომ­ში წა­სა­ღე­ბად ვი­ყი­დე, მაგ­რამ თეკ­ლა ცო­ლად რომ მო­ვიყ­ვა­ნე, მო­ე­წო­ნა და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თბი­ლის­ში დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ძველ­მო­დუ­რია და კარგ გან­წყო­ბას მიქ­მ­ნის.


- რა არის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, რაც მუ­შა­ო­ბის­გან გა­დაღ­ლილს შინ უნ­და გხვდე­ბო­დეს?
- სიმ­შ­ვი­დე. შინ ათი წუ­თით რომ დაჯ­დე და და­ის­ვე­ნო, სულ სხვა ენერ­გი­ით ივ­სე­ბი. ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს სა­წო­ლის მი­მართ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­დე­ნად არი­ან შეჩ­ვე­უ­ლი სა­კუ­თარ ლო­გინს, სხვა­გან დარ­ჩე­ნა და ძი­ლი არ შე­უძ­ლი­ათ. მეც ასე ვარ, ჩე­მი სიმ­შ­ვი­დე და მყუდ­რო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. მარ­თ­ლაც მშვე­ნი­ე­რი სიტყ­ვაა "სიმ­ყუდ­რო­ვე".

Rating

- რო­გორც ჩანს, ასე­თი­ვე დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ ნა­ხა­ტებს...
- დი­ახ, ნა­ხატს შე­უძ­ლია, დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს რო­გორც სახ­ლის გა­რე­მო­ზე, ისე პი­როვ­ნე­ბა­ზე. თუ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რი მე­გობ­რე­ბი გყავს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებს გჩუქ­ნი­ან, ეს ხომ კი­დევ ერ­თი ფუ­ფუ­ნე­ბაა. ახ­ლა­ხან ქალ­ბა­ტონ­მა მე­დეა კე­ი­დი­ამ მა­ჩუ­ქა თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი "ან­გე­ლო­ზე­ბი". ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი ოჯა­ხის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი ზუ­რა გო­მე­ლა­უ­რი, შინ მი­სი ნა­მუ­შე­ვა­რიც მაქვს.  იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS