27 სექტემბერი, 2013
რა რჩევებს აძლევს კახი კალაძე ცოლისძმას
როდესაც ბაზაზე ავედი და ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვეტილი. დამთანხმდა და ორ დღეში კახიმაც გააკეთა განცხადება 22 წლის გიორგი არეშიძე კახი კალაძის ცოლის, ანუკის ძმაა. მისი სპორტული კარიერა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დამთავრდა, რადგან კალათბურთიდან პირდაპირ დიდ პოლიტიკაში გადაინაცვლა. ახლა ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს, თუმცა მანამდე იყო საპარლამენტო არჩევნები, სადაც გიორგი ყველაზე პატარა დეპუტატობის კანდიდატი იყო.

- გიორგი, საპარლამენტო არჩევნებში იყრიდი კენჭს და სიაში 141-ე ადგილზე
იყავი, ანუ დეპუტატობის შანსიც არ გქონდა.
- რატომ? ვახტანგ ხმალაძე 198-ე იყო სიაში. საერთოდ, როდესაც პარტია ასპარეზზე გადის და გუნდს აყალიბებს, სანდო და შრომისმოყვარე ადამიანები სჭირდება. პოლიტიკაში ჩემს მოხვედრას კახის ფაქტორს აბრალებდნენ. რეალურად კი შემდეგი რამ მოხდა - პრესაში ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ საფეხბურთო ბაზაზე კახისთან ავედი, ხელში გაზეთი მეკავა და ვუთხარი, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მინდოდა ჩართვა. დიდი სამეგობრო წრე მყავს და მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა ქვეყნისთვის. მართალია, მანამდეც იყო პოლიტიკური აქტიურობა, მაგრამ მაშინ არ მეცალა, კალათბურთს ვთამაშობდი და სპორტული კარიერა მქონდა. კახისაც არ ეცალა. აქეთ არ ცხოვრობდა და თან, არ უნდოდა, ჩემი ოჯახისთვის პრობლემები შეექმნა. როდესაც ბაზაზე ავედი და ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვეტილი. დამთანხმდა და ორ დღეში კახიმაც გააკეთა განცხადება.
- შენ რა გიჩენდა მაშინ პროტესტის გრძნობას?
- პოლიტიზებული პოლიცია. ჩემს მეგობრებს პრობლემები შეექმნათ. ერთ-ერთს მეგის ქარდავა ურეკავდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ტელევიზიითაც საშინელებები მესმოდა, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე ნაცემი მეგობარი, რომელიც შეშინებული ღამე სახლიდან ვერ გადიოდა.
- კახის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ შენ ან შენს ოჯახს თუ შეგქმნიათ პრობლემები?
- ჩვენ არაფერი, თან მე თვითონაც არ ვქმნიდი ამისთვის საბაბს. ვცდილობდი, ღამე კლუბებში არ მევლო, რომ რამე შარში არ აღმოვჩენილიყავი. ერთი ფაქტი მახსენდება, მცირე ინციდენტი მომიხდა პოლიციასთან. ვიღაცამ უთხრა, რომ კახის ცოლისძმა ვიყავი. ეცადნენ, წამოვეკიდეთ და შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემი გზით წამოვედი, არ ავყევი.
- ამჯერად ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობ...
- დიახ, ახლა საარჩევნო რეჟიმია და ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ვეხმარებით. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევით. აგიტაციას ვუწევთ სპორტულ ცხოვრებას, რომ უარი თქვან ნარკოტიკებზე. ერთი კონცერტი გავმართეთ კუს ტბაზე, რასაც პატარა ხმაური მოჰყვა. ეს იყო პარტიული კონცერტი, გვინდოდა, გიორგი მარგველაშვილი მხარდამჭერ ახალგაზრდებს შეხვედროდა. გიორგის გამოსვლის შემდეგ ორი საათის განმავლობაში დიჯეის უნდა დაეკრა. მარგველაშვილი ახალგაზრდებს დაახლოებით ორმოც წუთს ესაუბრა, რის შემდეგაც ზოგიერთმა წასვლა მოინდომა. ჩვენ მათ ტრანსპორტით ვემსახურებოდით, მაგრამ ხუთი კაცის გამო ავტობუსი უკან ვერ წამოვიდოდა. ამაზე არც ჰქონიათ პრობლემა და ფეხით წამოვიდნენ კუს ტბიდან. იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ეს ამბავი არასწორად გამოიყენა, ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერებს ფეხით მოუხდათ კუს ტბიდან ჩამოსვლაო. არადა, იმ ადამიანებს ნამდვილად არ ჰქონიათ პრობლემა.
Rating
- კახისა და ანუკის გარშემო ბოლო დროს ბევრი ჭორი და კრიტიკა იყო. განიციდიან ამას?
- სანამ კახი პოლიტიკაში მოვიდოდა, შავი პიარი მის წინააღმდეგ უკვე მუშაობდა. ამას მიჩვეულები ვიყავით. მე რომ მცოდნოდა, რომ ჩემი სიძე კორუმპირებულია და ვიღაცას რაღაც წაართვა ან აწყენინა, შეიძლება მენერვიულა, მაგრამ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ანუკი და კახი ჭორებს მაინც განიცდიდნენ. კარგს რომ აკეთებ და ვიღაც გამოვა და იტყვის - ცუდი ხარო, რა თქმა უნდა, ინერვიულებ, მაგრამ ყველაფერმა გადაიარა და პასუხები მიიღეს.
- რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ანუკი მესამე შვილს ელოდება.
- დიახ, მართალია (იღიმება). ოჯახები ხშირად ვიკრიბებით. ძალიან კარგი ბავშვები ჰყავთ. უფროსი უფრო აქტიურია. პატარამ ახლა დაიწყო სიარული, სამყაროს ეჩვევა და ნელ-ნელა აღიქვამს ყველაფერს.
- კახის რამდენად ხშირად ხვდები?
- საერთო საქმეები და პრობლემებიც გვაქვს, რასაც, როგორც ოჯახი, ერთად ვწყვეტთ. საარჩევნო შეხვედრებზეც ვხვდებით ერთმანეთს. კახის პოლიტიკაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთად დავიწყეთ (იცინის). ყველაზე დიდი რჩევა, რაც მისგან მიმიღია, საუბარს ეხება. ახალგაზრდულში რომ ვინიშნებოდი, მითხრა, ყოველთვის ეცადე, ხალხისთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკოო. ეს სიტყვები ყველაზე ხშირად მახსენდება. ყველაზე დიდი სტიმული კახისგან ჩემთვის მისი სამართლიანობაა. ახალგაზრდა ვარ და სხვას შეიძლება, მინისტრი სიძე ფარად გამოეყენებინა, მაგრამ არჩევნებამდეც და შემდეგაც ჩემი ცხოვრება არაფრით შეცვლილა. არც დაბურულმინებიანი მანქანა მყავს. არც პატრულთან მაქვს სხვანაირი ურთიერთობა. რომ მაჩერებენ, ჯარიმასაც მიწერენ. ახლა ერთი ჯარიმის გადახდა გადამიცდა და სააღსრულებლოში ანგარიში დამიყადაღეს. ჩვენს ოჯახში სამართლიანი გარემოა.
- ცოტა ხნის წინ დაოჯახდი...
- ჩემი რჩეული, მარიამ ფანჯავიძე, სოციალური ქსელის საშუალებით 9 აპრილს გავიცანი. გამიმართლა და პარტიული კუთხით ჩვენიანი აღმოჩნდა (იცინის). პირველ შეხვედრაზე დედასთან ერთად მოვიდა. ძალიან მომეწონა. მარიამი 18 წლის არის, ჯერ დანიშნულები ვართ და არჩევნების შემდეგ ჯვარს დავიწერთ.
Rating
- დას როგორ მოეწონა შენი რჩეული?
- ანუკის მანამდე გავაცანი, სანამ დავინიშნებოდით. ძალიან მოეწონა.
- მშობლებთან დაკავშირებით მინდა გკითხო, რას საქმიანობენ? არასოდეს ჩნდებიან საზოგადოების წინაშე.
- წესიერი ხალხია და იმიტომ არ ჩანან. მამა ბანკში რისკების დეპარტამენტში მუშაობს კახისთან. არც ვიცი, ახლა ბანკი ვის სახელზეა. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, წესიერად. დედა ექიმი-ენდოკრინოლოგია, რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობს. ჩვენს ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ ის შეიცვალა, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე.
- ბოლოს ცნობილ სკანდალზე გკითხავ, ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' კახის თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და სახელმწიფო რესურსების პირად გამოყენებაში დასდეს ბრალი.
- კახი დღემდე არ იღებს კუთვნილ მინისტრის ხელფასს და ამის გაპიარების სურვილიც არ ჰქონია. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში რიცხავს. არ სარგებლობს ადმინისტრაციული რესურსით, რაც მას ეკუთვნის, როგორც მინისტრს, ეს იქნება მანქანა, საწვავი, მივლინების ხარჯები, ყველაფერს თავისი პირადი თანხით ისტუმრებს. ამის შემდეგ რა ვერტმფრენზეა საუბარი, როცა ფოტო თვითმფრინავშია გადაღებული. როგორ შეიძლება ეს დააბრალო ადამიანს, რომელიც კუთვნილ ხელფასსაც არ იღებს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მიკა
ნინო გენაცვალე იკნებ აგეღოტ წიგნი ხელში და ცოტა აზრიანი კომენტარი დაგეწერატ და მერე სხვის განატლებაზე გეზრუნატ?სხვატაშორის კარგი წიგნი ადამიანს კეტლს ხდის.
19:59 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო-ს
ტქვენ მეგობრები ან ნატესავები არ გყავტ?ან რომელ ქვეყანაში ცხოვრობტ?
19:56 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დამბრალებლისაგან კი არ უნდა გაგიკვირდეტ უნდა გაგეცინოტ.ყველამ იცის ვიც არის და კახისნაირებტან რომ ვერასდროს მივა ვერაპრიტ იმიტომაც იგონებს ზღაპრებს ხან ტვიტმფრინავებზე და ხან ველოსიპედებზე. ძალიან ლამაზი წყვილი ხარტ და ბედნიერებას გისურვებტ.
19:53 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზალიკო ვაჩაძე
გილოცავ მარი!!- ლამაზებო და კარგებო-უფალმა დაგლოცოთ და ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს!-თქვენისთანა ჯიშიანმა ქართველებმა უნდა იმრავლონ საქართველოში!!!-გაიხარეთ მრავალჟამიერ-გფარავდეთ ღმერთი!
01:27 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
"ჩემი რჩეული, მარიამ ფანჯავიძე, სოციალური ქსელის საშუალებით 9 აპრილს გავიცანი. გამიმართლა და პარტიული კუთხით ჩვენიანი აღმოჩნდა (იცინის)" ლოგიკაა აქვს ამ ბიჭს:D
12:02 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS