2008 წელს მან საკულტო ფილმში Berlin Calling მთავარი როლი შეასრულა და ფილმი წლის ჰიტი გახდა საუნდტრეკების გამო.
ყველა საუნდტრეკი თავად პოლმა დაწერა, ერთ ტრეკში კი საკუთარი ძმა დაეხმარა და ასე შეიქმნა Sky & Sand – კომპოზიცია, რომელიც 200.000-იანი ტირაჟით გაიყიდა და გერმანიის ჩარტების ისტორიაში ლეგენდარულ მოვლენად იქცა.
კომპოზიცია 129 კვირა იყო ჩარტში. ამ წარმატების შემდეგ
საკუთარი სტატუსის გამო მას გერმანის ფედერაციულმა მთავრობამ ბრანდერბურგის კარიბჭესთან დაკვრაც კი სთხოვა, ბერლინის კედლის დანგრევის 25 წლისთავთან დაკავშირებით. 2015 წლიდან, გერმანელი არტისტიSony Music International/Columbia/-სთან იწყებს თანამშრომლობას და ქმნის ახალ ლაივ პროექტს, ახალი კონცეფციითა და ტრეკებით, რომელიც ისეთივე ბესტსელერია, როგორც ყველა მისი წინა პროექტი.