01 აგვისტო, 2016
18 წლის გმირი, რომელმაც დღეს 30 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა
დღეს შუადღის 3 საათზე ახმეტის რაიონში, მდინატე ილტოზე, ე.წ. საგუბარზე, წყალსაცავში ახალგაზრდა 30 წლამდე მამაკაცი წყლის მორევმა წყალსაცავის შენობის ქვეშ შეითრია.

პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ვერ ბედავდა აზვირთებულ ტალღებში შესვლას. წყალი უფრო და უფრო ღრმად ითრევდა მამაკაცს და მისი გადარჩენა შეუძლებელი ხდებოდა. უცნობმა მამაკაცმა ითავა წყლის მორევში შესვლა, იქ მყოფი ბიჭების დახმარებით ჯაჭვი შეკრა და რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ დაზარალებული შენობის მეორე მხარეს გამორიყა წყალმა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გაჩნდა პატრული და სასწრაფო სამედიცინო
დახმარების მანქანა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება...
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS